Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

ზვიად ძიძიგური: მაგიდასა და სკამზე შემდგარი რომ სვამდნენ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს, იმ ხალხით არის გამოტენილი დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალა

0

თუ „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეძებს და ებრძვის, პარლამენტში, თავიანთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიხედოს – მაგიდასა და სკამზე შემდგარი რომ სვამდნენ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს, იმ ხალხით არის გამოტენილი დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალა, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ზვიად ძიძიგური რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუშინდელი აქცია ხელისუფლების მოწყობილი იყო.

„ვერ ისწავლა ჭკუა ვერც ერთმა ხელისუფლებამ. ამ აქციის დატვირთვა იყო 7-8 მარტის აქციის საპირწონე რაღაც დაედოთ და ეთქვათ, რომ მარტო თქვენ არ ხართ და ჩვენც ვართ. როცა ასეთი აქციებია და ხელისუფლება ყელყელაობს: „აი, რამდენი ხალხი მიჭერს მხარს“, ეს სისუსტეს ადასტურებს.

გუშინ ვუსმენდი ჩემს ყოფილ მეგობრებს, რომლებიც გამოდიოდნენ აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობაო“. სადღაა „ნაციონალური მოძრაობა“?. თავად „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი. 2012 წლიდან უკვე 11 წელი გავიდა. გარდა ამისა, სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პერსონა ციხეში ზის. „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ეძებს „ოცნება“ და ებრძვის, თვითონ პარლამენტში, თავიანთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიხედოს. მაგიდასა და სკამზე შემდგარი, რომ სვამდნენ მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს, იმ ხალხით არის გამოტენილი დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალა და ყველაზე აგრესიულად ისინი გამოდიან 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ და რა დროს „ნაციონალური მოძრაობაა“.

სახელისუფლებო აქცია არამარტო ორგანიზების თვალსაზრისით იყო, არამედ ტექსტოლოგიურად ემთხვეოდა ერთი-ერთში და ფორმალურადაც არ უცდიათ, რომ რაღაც ოპოზიციური შეენარჩუნებინათ და ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიან რეჟიმზე იყო ლაპარაკი, რაც ჩემი აზრით, უკვე ყავლგასულია. უამრავი გამოწვევა აქვს ქვეყანას და მე ვფიქრობ, ასეთ დროს ხელისუფლების ამ ტიპის ნაბიჯების გადადგმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელისუფლებას არსენალში აღარ აქვს კრეატიული იდეები, რომ დაელაპარაკოს საკუთარ მოსახლეობას. მუდმივად დემონსტრირება, რომ – აი, მე ყოჩაღად ვარ და კარგად ვარ, ეს ერთ რამეს ადასტურებს, რომ მუდმივად ბაქი-ბუქობს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხვდება, რომ არ აქვს კარგად საქმე.

არჩევნები მოდის წელიწადნახევარში და არჩევნებისთვის მზადება არის. ხელისუფლება ცდილობს კონსერვატიულად განწყობილი ადამიანების სიმებზე იმოქმედოს“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net