Добавить новость
123ru.net
World News
Май
2023

ამ კვირაში მოსამართლეთა საქმიანობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას კენჭს არ უყრიან, ამბობს პაპუაშვილი

0
საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კვირის კენჭისსაყრელ საკითხებს შორის არ არის სასამართლოს საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტი. ამის შესახებ გაირკვა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ, 1 მაისის, სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა მიმდინარე კვირის სამუშაო გეგმა.


"იმისთვის, რომ მანიპულაცია არ მოხდეს, მოგიწოდებთ, საზოგადოებაში არ გაავრცელოთ ისეთი სახით, თითქოს რაღაცის ამოღება ხდება. დღის წესრიგი არ არსებობს, რომლიდანაც შეიძლება რამე ამოიღო. ჩვენ დღეს განვიხილავთ მიმდინარე კვირის დღის წესრიგს, სადაც საკითხები უნდა შევიტანოთ, კი არ უნდა ამოვიღოთ. თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ ეს საკითხი შესატანია, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ეს საკითხი - თუ ბიურო გადაწყვეტს, შევიტანთ. შემდეგ შეგიძლიათ პლენარულ სხდომაზე დააყენოთ ეს საკითხი. ამას ჰქვია პროცედურა", - თქვა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჰკითხეს, რატომ არ სვამდა დღის წესრიგში საპარლამენტო უმრავლესობა მათ მიერ დაყენებულ საკითხს.




საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ახლა ოპოზიციურ პარტია "ლელოს" წარმოადგენს, ამბობს, რომ შალვა პაპუაშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.


"[გასულ კვირაში] სამივე შემთხვევაში პარლამენტში რეგისტრაცია გაიარა კენჭისსაყრელი საკითხებისთვის საჭირო პარლამენტის წევრებმა - რეგლამენტიდან გამომდინარე, უნდა დაგეყენებინათ საკითხი, რადგან მის გადასაწყვეტად იყო ხმების საკმარისი რაოდენობა", - მიმართა უსუფაშვილმა პაპუაშვილს.




ორი კვირის წინ, როცა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ოპოზიციას საკმარისი ხმები ჰქონდა, საპარლამენტო უმრავლესობამ სამჯერ არ გაიარა რეგისტრაცია "მოსამართლეებისადმი სოლიდარობის" ნიშნად - შესაბამისად, კომისია ვერ შეიქმნა. საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა.








მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის იდეა საპარლამენტო ოპოზიციას ეკუთვნის. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა მათ ერთიანი პოზიცია აქვთ.


ამ საკითხის განხილვას წინ უსწრებდა აშშ-ის მიერ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირება.




 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net