ალიევთან სატელეფონო საუბარში ბლინკენი გამოვიდა ლაჩინის დერეფნის გახსნის მოწოდებით
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მეთიუ მილერის თქმით, ბლინკენმა გამოხატა აშშ-ის ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის მხრიდან დერეფანთან გამშვები პუნქტის ამუშავებაზე და თქვა, რომ ეს ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესისთვის ნდობის დამყარების ძალისხმევას. ბლინკენმა ხაზი გაუსვა სამშვიდობო მოლაპარაკების მნიშვნელობას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და თქვა, რომ აშშ ამ პროცესს კვლავაც დაუჭერს მხარს, ნათქვამია მილერის განცხადებაში.
