Добавить новость
123ru.net
World News
Март
2023

მამუკა მდინარაძემ განმარტა 10 მარტის პლენარული სხდომის ჩატარების პროცედურები

0
9 მარტს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი მოულოდნელად, 10 მარტს გამართავს პლენარულ სხდომას, რომლის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი - „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრაზე „ჩაგდება" იქნება. ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განმარტა, სხდომისა და კენჭისყრის ჩატარების პროცედურები. 


„ასეთი იურიდიული გადაწყვეტა მოვიფიქრეთ ამ ყველაფრის გამოსარიცხად: კომიტეტი ვერ ტარდება სასესიო კვირაში, მაგრამ ამ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უკვე მიმართეს კანონპროექტის ინიციატორებმა პარლამენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ განხილვაზეც უარს ამბობენ, ასეთი იურიდიული გადაწყვეტა მოვიფიქრეთ: იურიდიულმა კომიტეტმა მიიწერა, რომ არ განვიხილავთ საერთოდ ამ კანონს, რადგან ავტორები განხილვის წინააღმდეგები არიან და ვინაიდან კომიტეტის ჩატარება არ არის საჭირო, პირდაპირ ბიუროს წარედგინება ეს საკითხი და ბიუროს შეუძლია გაიტანოს პლენარულ სხდომაზე, ამან გააჩინა იურიდიული საშუალება, რომ ამავე კვირაში ჩვენ ჩავატაროთ პლენარული სხდომა და ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს გამოვაცხადეთ, უკვე რეალიზებული იყოს“, - თქვა მამუკა მდინარაძემ. მანვე განმარტა, რომ საჭიროება აღარ არის, პრეზიდენტმა მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა. 




როგორც პარლამენტის აპარატი იუწყება, 10 მარტს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. „სასახლეში დაიშვებიან აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული იქნება პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან", - ნათქვამია განცხადებაში.


10 მარტს, 11:00 საათზე, პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ხვალ, 12 საათზე პარლამენტში პლენარული სხდომა დაიგეგმა.






დღეს დილით, 9 მარტს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.


საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.



პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net