Добавить новость
123ru.net
World News
Март
2023

“თუ ხალხი ვართ მზად იმისათვის, რომ გავუძლოთ ბრძოლას, მოვითხოვოთ მთავრობის გადადგომა” – აქციის მონაწილეებმა ახალი მოთხოვნები გააჟღერეს

0

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

„თუ ხალხი ვართ მზად იმისათვის, რომ გავუძლოთ ბრძოლას, მოვითხოვოთ მთავრობის გადადგომა. მშვიდობიანად, არავითარ შემთხვევაში არცერთი არ გავიდეთ კონსტიტუციური მოვალეობებისგან. ჩვენ არ დავარღვევთ კანონს. ჩვენ არავის არ ვერჩით, მათ შორის არც ადამიანებს, რომლებიც გვაკავებენ, წყლის ჭავლით გვასველებენ და ცრემლსადენი გაზით გვატირებენ. მოვითხოვოთ ამ ხელისუფლების გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ვეტერანმა მებრძოლმა ბესო გაზდელიანმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოსა და „ხალხის ძალის“ ერთობლივი განცხადების მიხედვით, მიიღეს გადაწყვეტილება, „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი“.

პროტესტი „ხალხის ძალის“ მიერ ორი კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და ე.წ. ამერიკულ ვერსიად მოხსენიებული „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ინიცირებას მოჰყვა. სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, ეს რეალურად 2012 წელს, რუსეთში მიღებული კანონის ანალოგი იყო და ისევე შეზღუდავდა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, როგორც ეს რუსეთში მოხდა.

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი განხილვა როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, ხოლო მას შემდეგ, რაც კანონპროექტის ერთი ვერსია პირველი მოსმენით მიიღეს, პარლამენტის წინ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რის პარალელურადაც, სხვადასხვა სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა ღიად დაგმო კანონპროექტები.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ორივე კანონპროექტს ვეტოს დაადებდა.

სამართალდამცველებმა საპროტესტო გამომსვლელების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენეს როგორც 7, ისე 8 მარტს. ბოლო 2 დღეში აქციაზე შსს-მ ჯამში 133 ადამიანი დააკავა. მათ შორის, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ახლად არჩეული სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დაკავებულთა ნაწილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდათ, რაც სავარაუდოდ, დაკავების პროცესში, სამართალდამცველების მხრიდან მიადგათ.

8 მარტს, ასევე მთელი ღამის განმავლობაში დაპირისპირება და ხმაური იყო პარლამენტის წინ მიმდინარე მრავალათასიან აქციაზე, რომლის მონაწილეების წინააღმდეგაც სამართალდამცველებმა ისევ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. ხოლო, შსს-ის ცნობით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციას ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“, ქვები და ხის ძელები დაუშინეს, რის შედეგადადაც, დაშავდა 10-მდე სამართალდამცავი, დაზიანდა ავტომობილები, ინფრასტრუქტურა და ასევე, ჩაიმტვრა პარლამენტის შენობის მინები.

პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა საპატრიარქოც.

კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, ევროპარლამენტის, ნატოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, Freedom House-ის, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა. 8-9 მარტის აქციები ასევე მოხვდა ყველა გავლენიანი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში.

9 მარტს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ და „ხალხის ძალამ“ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მიიღეს გადაწყვეტილება, „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაეწვიათ მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net