ზურა ვარდიაშვილი: თუ მაინცდამაინც ამ ხელისუფლებას აინტერესებს, რას არ დავემორჩილებით, რას გავუწევთ მტკიცე წინააღმდეგობას, ეს არის ის, რომ ჩვენ არ გავრუსდებით
0
“თუ მაინცდამაინც ამ ხელისუფლებას აინტერესებს, რას არ დავემორჩილებით, რას გავუწევთ მტკიცე წინააღმდეგობას, ეს არის ის, რომ ჩვენ არ გავრუსდებით. წინააღმდეგობას გავუწევთ რუსულ დიქტატს. წინააღმდეგობას გავუწევთ იმას, რომ ამ ქვეყანაში ვერასოდეს ჩაახშობენ გამოხატვის, სიტყვის თავისუფლებას!
ახლა მე აქედან ჩავალ, გავაგრძელებ ჩემს საქმეს, რაც გულისხმობს იმას, რომ გამოვიძიებ ჩვენი ხელისუფლების მიერ ჩვენი ბიუჯეტის ყვლეფას, კორუფციას, ნეპოტიზმს და ეს არის განსაკუთრებული და პირველი შემთხვევა როდესაც ტრიბუნასთან ვდგავარ და ყველაფერი თუკი ნორმალურად წავა, ჩემი ფეხი, დიდი ალბათობით, ტრიბუნაზე აღარ იქნება და საქართველოს ხელისუფლებაში დროებით მყოფო ბატონებო და ქალბატონებო, გირჩევთ, რომ აღარ დამაბრუნოთ პოლიტიკურ ტრიბუნაზე, იმიტომ რომ ეს იქნება უტყუარი ნიშანი იმისა, რომ თქვენ ჩაიდინეთ მორიგი განსაკუთრებული მიქარვა და რომ ქართველი ხალხი არის განრისხებული და რომ თქვენი საქმე არის ძალიან შავად”, – თქვა პუბლიკას დირექტორმა, ზურა ვარდიაშვილმა აქციაზე მიმართვისას.
