Добавить новость
123ru.net
World News
Март
2023

დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული - Amnesty International

0
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International - ი ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას ეხმაურება.


ორგანიზაციის  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს დირექტორი, მარი სტრაზერსი ამბობს, რომ ხელისუფლებამ „ბოლოს და ბოლოს შეისმინა დემონსტრანტების ხმა“:


„დემონსტრანტების ხმა, რომელმაც აავსო ქალაქის ქუჩები უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, დემონსტრანტების, რომლებმაც აჩვენეს დიდი სიმამაცე მაშინაც კი, როდესაც ისინი წყლის ჭავლისას და ცრემლმდენი აირის ღრუბელში იყვნენ გახვეულნი. ყველანი, ვინც პროტესტს გამოთქვამდნენ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების უფლების ფარგლებში და დააკავეს, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“.


როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სამართალდამცავები დემონსტრანტების დასაშლელად იყენებდნენ არა მხოლოდ წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს, არამედ ხმოვან იარაღს. გარდა ამისა, დემონსტრანტების დაშლა პერიოდულად წინასწარი გაფრთხილებს გარეშე ხდებოდა.


 Amnesty International-ი წერს, რომ როგორც დემონსტრანტები იტყობინებიან, სამართალდამცავები მათ უკეტავდნენ გასასვლელ გზებს, დასდევდნენ, აკავებდნენ და სცემდნენ:


„უმეტეს შემთხვევაში, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული“, - ვკითხულობთ განცხადებაში.


9 მარტს, საღამოს, ცნობილი გახდა, რომ 7,8 და 9 მარტს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა, 132 ადამიანი თავისუფალია. უწყების ინფორმაციით, სამართალწარმოება გრძელდება.


"დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე", - წერია განცხადებაში.


აქვე აღნიშნულია, რომ გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი ადამიანი.


საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.



პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net