Добавить новость
123ru.net
World News
Март
2023

პეტრე ცისკარიშვილი: რუსული კანონი უკან წაიღეს, მაგრამ რუსული მთავრობა კანცელარიაში და პარლამენტში ზის, ამიტომ ვიდრე რუსულ მთავრობას არ ჩამოვიცილებთ, მანამდე ბრძოლა გრძელდება

0

რუსული კანონი უკან წაიღეს, მაგრამ რუსული მთავრობა კანცელარიაში და პარლამენტში ზის, ამიტომ ვიდრე რუსულ მთავრობას არ ჩამოვიცილებთ, მანამდე ბრძოლა გრძელდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ელჩებთან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი საკითხზე საფუძვლიანად ისაუბრეს.

„კრემლმა უკან დაიხია და გარკვეული წარმატება უკვე მიღწეულია. აუცილებელია ეს პროტესტი გაგრძელდეს, რადგან ასობით ახალგაზრდა, ევროპული ღირებულებებისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ადამიანი არის ნაცემი, დაკავებული, ჯერ კიდევ საპყრობილეში გამოკეტილი და ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა დასასჯელი. ელჩებთან მიხეილ სააკაშვილზე ამ ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ პატიმარზე ძალიან საფუძვლიანად ვისაუბრეთ, რადგან ასე გაგრძელება არ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ, აუცილებლად უნდა იყოს გათავისუფლებული და მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანილი.

ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ მომავალზე, 12 -პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, ჩვენი კოლეგები, მეგობრები ევროპიდან აღფრთოვანებულები არიან ქართველი ხალხის ბრძოლით, რომლებმაც უკან წააღებინეს „ქართულ ოცნებას“ ეს კანონი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს იურიდიულად გავაფორმოთ. მათ ბევრჯერ მოგვატყუეს, ამიტომ აუცილებელია, რომ ეს გაფორმდეს იურიდიულად კენჭისყრით.

ეს არის ერთი გამარჯვება – ოპოზიციამ, ქართველმა ხალხმა ევროპული გზიდან არ გადაახვევინა ქუჩით, პარლამენტში ბრძოლით, პატარა აქციებით, დიდი აქციებით. ახლა რუსული კანონი უკან წაიღეს, მაგრამ რუსული მთავრობა კანცელარიაში და პარლამენტში ზის, ამიტომ სანამ რუსულ მთავრობას არ ჩამოვიცილებთ, მანამდე ბრძოლა გრძელდება, სანამ საბოლოო მიზანს – კრემლიდან მართულ ადმინისტრაციას არ გავუშვებთ სახლებში“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ლიეტუვის, ლატვიის, ნორვეგიის, დანიისა და ესტონეთის ელჩებს შეხვდნენ.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net