Добавить новость
123ru.net
World News
Март
2023

კრემლი უარყოფს კავშირს საქართველოში ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტთან

0
კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლს არ აქვს არანაირი კავშირი საქართველოში ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განხილვასთან, რომელმაც ქვეყანაში საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი გამოიწვია.


„კრემლის მიერ შთაგონებული არაფერი ყოფილა, აქ კრემლი აბსოლუტურად არაფერ შუაშია“, - აცხადებს ის.


როგორც საინფორმაციო სააგენტო ТАСС - ი იტყობინება, ამ კომენტარით პესკოვი ეხმაურება აშშ-ის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მსგავსი კანონპროექტი კრემლის მიერაა შთაგონებული.


პესკოვის განცხადებით, ამ ტიპის კანონების „ფუძემდებელი“ ამერიკაა:


„მეტიც, ერთ-ერთი კანონპროექტი, თუკი სწორად გვესმის, ძალიან ჰგავდა ანალოგიურ ამერიკულ კანონს. მეორე ვარიანტი, რომელიც ნაკლებადაა მიმსგავსებული ამერიკულს, თავისი შინაარსით გაცილებით მსუბუქი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არც ერთ და არც მეორე კანონპროექტთან არანაირი კავშირი არ გვაქვს“.


მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო კრემლში აღელვებულები არიან, რადგან რუსეთის ფედერაციისათვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის საზღვრის პერიმეტრზე სიმშვიდე იყოს:


„რაც არ უნდა იყოს, ის ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოსთან არ გვაქვს ურთიერთობები, იქ მიმდინარე მოვლენები ჩვენს აღელვებას იწვევს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე იყოს ჩვენი საზღვრების პერიმეტრზე“, - ამბობს პესკოვი.


ის მოუწოდებს საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს, მიმდინარე მოვლენების ფონზე სიფრთხილე გამოიჩინონ.




საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.



პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
7 და 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა. შსს-ს თანახმად, რომელიც აცხადებს, რომ აქციების მონაწილეები გავიდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებიდან და ძალადობას მიმართეს, სულ დაკავებულია 133 პირი.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტზე უარისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.




 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net