ეროვნული მუზეუმი: გალერეიდან დემონსტრანტები გავიყვანეთ, ექსპონატები საცავში გადავიტანეთ
განცხადების ფონია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია "უცხოეთის ქვეყნის აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელსაც პოლიცია წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი აირის საშუალებით არბევს. დემონტრანტებმა მას შემდეგ, რაც რუსთაველისკენ თავისუფლების მოედნიდან რობოკოპების დიდი რაოდენობა დაიძრა, თავი მეტროს, ქაშუეთის ეკლესიას და ეროვნულ გალერეას შეაფარეს.
"შემთხვევის ადგილზე იყვნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ახალბედაშვილი.
ვინაიდან გალერეის მოცემული სივრცის კარი დაზიანდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფიროსმანის, ზდანევიჩის, ქობულაძის, სიდამონ-ერისთავის ნახატებისა და სხვა ექსპონატების საცავებსა და დაცულ საგამოფენო სივრცეებში დროებით გადატანის შესახებ" - ნათქვამია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.
