Добавить новость
123ru.net
World News
Март
2023

პატივი ეცით მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას - საფრანგეთი საქართველოს ხელისუფლებას

0
საფრანგეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება მძიმე დარტყმას აყენებს ქართულ დემოკრატიას.


„საფრანგეთი, ევროკავშირის მსგავსად, გამოთქვმს სიღრმისეულ შეშფოთებას საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო. ეს ინიციატივა ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დისკრედიტაციას და მძიმე დარტყმას აყენებს ქართულ დემოკრატიას. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ფართო მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული პერსპექტივისადმი“, - წერია 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.


„საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ევროკავშირის ღირებულებებს, კერძოდ, მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას. ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, რაც ადამიანის უფლებების პატივისცემასთან უკავშირდება, განსაკუთრებით მართლმსაჯულებისა და პრესის თავისუფლების სფეროში, არსებითია საქართველოს ევროპული პერსპექტივის მისაღებად“, - წერია განცხადებაში.

საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებით, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კეტრინ კოლონამ, 18 თებერვალს მიუნხენში შეხვედრისას თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს მოუწოდა, „გაგრძელდეს ძალისხმევა“, რათა საქართველო მიუახლოვდეს სტატუსის მიღებას. „საფრანგეთი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ამ გზაზე“, - წერს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო.


---


7 მარტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი.


ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევს.


კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები. მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ კანონის მიღება დააზიანებს დასავლეთთან ურთიერთობებს.


ამ კანონის მიღებას საზოგადოების არაერთი ჯგუფი ეწინააღმდეგება, - მსახიობები, მწერლები, ჟურნალისტები, სპორტსმენები, მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, მასწავლებლები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და სხვები.


კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების პროცესში პარლამენტთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.


მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც. აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც.


კიდევ უფრო დიდი დემონსტრაცია გაიმართა 8 მარტს. ამჟამად პოლიცია აგრძელებს ამ აქციის დაშლას.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net