Добавить новость
123ru.net
World News
Март
2023

მიხეილ ყაველაშვილი: ფეიკნიუსებს უდიდესი გავლენა აქვს

0

„ფეიკნიუსებს უდიდესი გავლენა აქვს – დღეს სწორედ ამასთან გვაქვს საქმე, პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის ინფორმაციული ომი ადამიანთან, რაც დღეს ხდება,“ – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი.

მისი თქმით, გარკვეული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ.

„თითქოს ყველა ერთად სადღაც კეთილდღეობისკენ, ევროპისკენ მიდის და თუ განსხვავებული აზრი გაქვს, შენ ამას ეწინააღმდეგები, მოღალატე ხარ და ხელს აწერ რაღაც ისეთს, რითაც საქართველოს კეთილდღეობისკენ სვლაში უშლი ხელს. ასეთი ყალბი სივრცე შექმნეს. მოგვიწოდებენ, რომ კანონი გადავდოთ გვერდზე, აღარც ღირს ამ კანონის განხილვა და თურმე, პირდაპირ გვღუპავს 76 პარლამენტარი, თურმე, ტანკებივით ეღობებიან საქართველოს კეთილდღეობას… აი, ასეთ სივრცეში გვიწევს ყოფნა და სულ ვცდილობ საზოგადოებას ვუთხრა სიმართლე.

საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რაზეა ეს კანონი და რას ეწინააღმდეგებიან: ჩემო ძვირფასებო, ეს გეხებათ თითოეულ თქვენგანს, ეს იქნება მსახიობი, მეცნიერი, მუშა, დიასახლისი – ყველას, საზოგადოების წევრებს, რომ გქონდეთ ინფორმაცია. თქვენზეა საუბარი, თითოეულ მოქალაქეზე, რომ თქვენ გქონდეთ ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ფინანსდებიან. ეს რეესტრი იმის შესაძლებლობას მოგცემთ, რომ გქონდეთ მათი საქმიანობის, ანგარიშგების ნახვის საშუალება, რომ ნახოთ, რას აკეთებენ და როგორ. არავითარ შემთხვევაში არ არის მათი საქმიანობის შეზღუდვაზე საუბარი. ვუსმენ ამ გამოსვლებს მიტინგზე, რომ თითქოს შშმ პირებს რაღაც შეეზღუდებათ, ვიღაცას შეუჩერდება დაფინანსება, ვიღაცა შეიზღუდება – ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე, არავის არაფერი ეზღუდება, მხოლოდ ინფორმაციული დატვირთვა აქვს ამას. სწორედ დემოკრატიისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ეს თქვენ გაიგოთ და თქვენთვის იყოს ხელმისაწვდომი.

ამბობენ, თითქოს ეს ყველაფერი არის მოღალატეობრივი ქმედება. სინამდვილეში, თქვენთვის ვიღებთ კანონს, რათა თითოეულმა თქვენგანმა მარტივად მიიღოს ეს ინფორმაცია და ეს ეწინააღმდეგება, თურმე, ჩვენს ევროინტეგრაციას. კატასტროფა ხდება, ამის სხვანაირად ახსნა შეუძლებელია, გამორიცხულია. პირველი მიზანი რაც წერია კანონპროექტში, არის გამჭვირვალობა და საჯაროობა, მით უმეტეს მოქალაქეებისთვის, რომელსაც აქვთ უფლება, რომ ინფორმაცია მიიღონ იმ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, რაც თითქოს ყველამ უნდა იცოდეს, ხომ?! ჩემო ძვირფასებო, ის ორგანიზაციები და ბენეფიციარები, რომლებზეც ამბობენ, რომ თითქოს საშიშროების წინაშე დადგებიან, პირიქით, კარგ მდგომარეობაში იქნებიან, როდესაც ყველა მოქალაქეს ექნება მათ შესახებ ინფორმაცია. წარმოიდგინეთ, რომ კეთილშობილურ საქმეს აკეთებს თქვენი ორგანიზაცია, ქველმოქმედება იქნება, თუ საგანმანათლებლო სივრცეში სხვადასხვა პროექტები, ამ ორგანიზაციისთვის ეს პიარ კამპანიაც კი იქნება – მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, თქვენს კეთილშობილურ მისიას თავად გაეცნონ.

თავად შეძლებენ შესვლას და ნახვას, თუ რა კარგ საქმეს აკეთებთ და პირიქით, გულშემატკივარი და მხარდამჭერიც გაგიჩნდებათ ამ რეესტრის საშუალებით. უნდა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომელთაც აშინებენ, რომ შეუჩერდებათ დაფინანსება, ასე კი არა, არამედ პირიქით არის. თუ, რა თქმა უნდა, ვინმეს ცუდი განზრახვა არა აქვს. ესენი არიან ის ორგანიზაციები, რომელთაც გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრობლემა აქვთ. ეს ორგანიზაციები საჯაროდ გამოდიან და საზოგადოებას ეუბნებიან, რომ მათთვის ზრუნავენ და ამას და ამას აკეთებენ, ამ დროს გამჭვირვალობის პრობლემა აქვთ. ამიტომ მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სწორი ინფორმაცია და ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი დღევანდელზე“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net