პოლიცია და სპეცრაზმი კიდევ ერთხელ შლის მეორედ შეკრებილ აქციას რუსთაველზე
პოლიციას ცოცხალი ძალით აქვს ჩაკეტილი ამავალი და ჩამავალი ქუჩები რუსთაველის გამზირიდან - აქციის ადგილას შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი და ცრემლსადენი აირის მაღალი კონცენტრაციის გამო გართულებულია ხედვა.
რადიო თავისუფლების კორეპოსპონდენტის ცნობით, ადგილზე არიან დაშავებულები. ინფორმაცია მათი რაოდენობის შესახებ შესაბამის სტრუქტურებს არ გაუვრცელებიათ.
კადრებში ჩანს ისიც, როგორ აკავებენ მოქალაქეებს პოლიციელები - ისინი დღეს ხელკეტებსაც იყენებენ.
