Добавить новость
123ru.net
World News
Январь
2023

3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

0

ვერძი

როგორც არ უნდა ეცადოთ, დასვენებას და განტვირთვას ვერ მოახერხებთ – სიტუაცია ვერძის აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს და სხვა გზა არ გრჩებათ. თუმცა, არ ინანებთ – აქტიურობის შემთხვევაში საინტერესო შესაძლებლობები მოგეცემათ.

კურო

შესაძლოა, მოულოდნელი მოგება მიიღოთ, რომლის იმედიც დაკარგული გქონდათ ან ფულის გამომუშავების უჩვეულო გზა აღმოაჩინოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენს ფინანსებზე შეიძლება ბედის სიურპრიზმა იმოქმედოს. თუმცა ეს არა მხოლოდ ფინანსებში, არამედ ცხოვრების სხვა სფეროებშიც გამოიხატება. ამიტომ ყველანაირი მოულოდნელობისთვის უნდა მოემზადოთ.

ტყუპები

მთელი დღის განმავლობაში გაურკვეველ შფოთვას გრძნობთ, რაც შეიძლება გარშემო მყოფებთან დაპირისპირებაში გადაიზარდოს ან მოულოდნელი ნაბიჯების გადადგმა გაიძულოთ. ასე რომ, ამ დღეს თქვენს ახლობლებს მოწყენა არ ემუქრებათ.

კირჩხიბი

გირჩევთ, ამ დღეს დინებას მიჰყვეთ – თქვენ ნაცვლად არჩევანს თავად ცხოვრება და სხვა ადამიანები გააკეთებენ. დამკვირვებლის როლში შეიძლება ბევრ მოვლენას სრულიად ახალი კუთხით შეხედოთ და ბედის ბრძნული მინიშნებები დაინახოთ იქ, სადაც სხვა დროს მშვიდად ჩაივლიდით.

ლომი

ბედმა შეიძლება ლომის ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები გამოაჩინოს. შანსი რომ ხელიდან არ გაუშვათ სწრაფი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ვარსკვლავები გირჩევენ, რეალობას არ მოსწყდეთ და მოვლენებს თვალყური ადევნოთ.

ქალწული

მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ყველა და ყველაფერი ყურადღებას გიფანტავთ, საოცარ თვითორგანიზებას და დისციპლინას ავლენთ. დაწყებული საქმის დასასრულებლად მზად ხართ, შეუძლებელი შეძლოთ. რაც შეეხება გარშემომყოფებს, თქვენთვის ხელის შეშლას ვერავინ შეძლებს – გაბრაზებული ქალწული აწყვეტილ ხარზე უფრო საშიშია.

სასწორი

სავარაუდოდ, ამ დღეს ახლობლებს თქვენი მრავალმხრივი ბუნების ახალი გამოვლინებით გააოცებთ. თავადაც კი არ ელით, რომ ამდენი რამ შეგიძლიათ – თუ გონებრივად, თუ ემოციურიად

მორიელი

დილას, საწოლიდან ადგომისას, ვერც კი წარმოიდგენთ, რა ცვლილებები გელით! შესაძლოა, ეს დღე თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდეს. მოვლენების განვითარება გაიძულებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სწრაფად, თითქმის დაუფიქრებლად მიიღოთ. მოულოდნელი ამბები, საქმეები, ახალი ნაცნობი – თქვენს ბედზე ნებისმიერმა მოვლენამ შეიძლება გავლენა მოახდინოს და მნიშვნელოვანი კვალი დატოვოს.

მშვილდოსანი

უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწრაფად ცვალებად გარემოში გზას გაგიკვლევთ. ეს დღე მოვლენებით სავსე და საინტერესო იქნება. პოზიტიური განწყობა, ცნობისმოყვარეობა და ცოტა ავანტიურიზმი დღის მაქსიმალურად გამოყენებაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამ დღეს შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თავდავიწყებამდე შეგიყვარდებათ.

თხის რქა

ამ დღეს იუმორის მხრივ მოიკოჭლებთ, განსაკუთრებით, თუ თქვენზე ხუმრობენ. დღის განმავლობაში თქვენს სულში იმდენი გაღიზიანება დაგროვდება, რომ ჯავრს ნებისმიერზე სიამოვნებით იყრით, ვინც თქვენს დაცინვას გაბედავს. ასე რომ არ მოხდეს, გირჩევთ მთელი დრო და ენერგია მუშაობას დაუთმოთ, რათა კონფლიქტებისთვის დრო აღარ დაგრჩეთ.

მერწყული

ეს დღე შესაძლებლობას გაძლევთ, რომ დიდი გამარჯვება მოიპოვოთ, შესაძლოა ერთზე მეტიც! თუნდაც საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას არ ცდილობდეთ, სიტუაცია გამუდმებით ამისკენ გიბიძგებთ. ეს შეიძლება ეხებოდეს სწავლას, სამუშაოს, მეგობრობას, რომანტიკულ ურთიერთობებს და ა.შ.

თევზები

ამ დღეს მუშაობა თქვენს გეგმებში არ შედის, სამაგიეროდ, თავისუფალ დროს ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად სიამოვნებით გაატარებთ. არ არის გამორიცხული, რომ მეგობრული წვეულება მოაწყოთ ან რაღაც კულტურული ღონისძიება დაგეგმოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. მუშაობა მოიცდის.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net