Добавить новость
123ru.net
World News
Декабрь
2022

ალექსეი ნავალნი სოციალური ქსელებით იუწყება, რომ მსჯავრდებულთა გადაბირების მიზნით მის კოლონიაში ჩასული იყო ევგენი პრიგოჟინი

0

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი – რომელიც სასჯელს იხდის ვლადიმირის ოლქის ნომერ მეექვსე კოლონიაში – სოციალური ქსელებით იუწყება, რომ მსჯავრდებულთა გადაბირების მიზნით მის კოლონიაში ჩასული იყო ევგენი პრიგოჟინი, ბიზნესმენი და გასამხედროებული ჯგუფის, “ვაგნერის” დამაარსებელი.

კოლონიაში პრიგოჟინის ვიზიტის შესახებ ნავალნის, რომელიც სადამსჯელო იზოლატორში იმყოფება, აცნობა “თვითმხილველმა”. წყაროს თქმით, მსჯავრდებულები მიიყვანეს სტადიონზე, რასაც “ვაგნერის” დამაარსებელმა მათ უთხრა, რომ თავადაც იჯდა ციხეში, მოუწოდა გახდნენ თავდამსხმელები, მათ, ვინც თანხმობას განაცხადებდა ნახევარ წელიწადში შეწყალებას დაპირდა და ფიქრისთვის ხუთი წუთი მისცა.

ნავალნის მტკიცებით, პრიგოჟინმა 80-დან 90-მდე პირი გადაიბირა, რის შემდეგაც გადაბირების კიდევ ერთი ტალღა განხორციელდა. ნავალნი არ აკონკრეტებს რამდენი მსჯავრდებული გაემგზავრა მეექვსე კოლონიიდან უკრაინის ომში.

“ამდენად, ახლა, ამ საზოგადოების 100-მა პროცენტმა – საზოგადოების, რომლის კანონმორჩილების ამაღლებასაც ჩვენ ასეთი ძალისხმევით ვცდილობთ – იცის, რომ არ არსებობს არანაირი კანონი, არანაირი სასამართლო, არანაირი წესები. ეს ყველაფერი ფიქციაა – ეს ტყუილები აღმზრდელობით სამუშაოებზე და გამოსწორებაზე, როგორც ვადამდელი გათავისუფლების გზაზე. თითების გატკაცუნებით, ზუსტად ერთი დღე-ღამის განმავლობაში, მკვლელებს და მძარცველებს, რომლებსაც უზარმაზარი ვადები აქვთ მისჯილი, ათავისუფლებს არა სასამართლო, და არც თავად პუტინი, არამედ მელოტი კაცუნა, რომელიც ზონებში ჩადის ამბებით იმაზე, [თავადაც] როგორ ‘ტკეპნიდა 10 წელი'” – ვკითხულობთ ნავალნის სახელით გავრცელებულ განცხადებებში.

მას შემდეგ, რაც 2020 წლის აგვისტოში საწამლავ “ნოვიჩოკით” მოწამლეს, ნავალნი ბერლინში მკურნალობდა. 2021 წლის დასაწყისში პოლიტიკოსი დაბრუნდა რუსეთში, სადაც ის პირდაპირ აეროპორტში დააკავეს. თავიდან ნავალნის პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს “ივ როშეს” საქმეზე, შემდეგ ის გაასამართლეს ვეტერანის ცილისწამებისთვის (ჯარიმა მიუსაჯეს) და თაღლითობის და მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე, რომლის დროსაც მას ცხრა წლით მიესაჯა პატიმრობა.

“ვაგნერი” რუსეთის არაოფიციალური გასამხედროებული დანაყოფია, რომლის წევრებიც მონაწილეობას იღებენ სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში და უკრაინასთან ომში. ორგანიზაცია მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან დანაყოფად, რომელიც უკრაინის ტერიტორიებზე იბრძვის. ჯგუფის მეომრები ეჭვმიტანილები არიან არაერთი სამხედრო დანაშაულის ჩადენაში.

გაზაფხულზე, მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე მარცხი განიცადა, დაიწყო “ვაგნერში” რუსი მსჯავრდებულების გადაბირების და მათი ომში გაგზავნის პროცესი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, გადაბირების პროცესში პირადად მონაწილეობს ბიზნესმენი პრიგოჟინი – ის ამ მიზნით ქვეყნის მასშტაბით ათეულობით კოლონიაში იყო ჩასული.

წყარო






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net