7 პროდუქტი რომელიც ძილის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ
ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. კარგი და მოწესრიგებული ძილის რუტინა ამცირებს ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება გონებას უკეთ ფუნქციონირებაში. უძილობა იწვევს დაღლილობას, ენერგიის ნაკლებობას, გხდით არაპროდუქტიულს. ყველაფერი ეს კი, შესაძლოა, სტრესის და დეპრესიის მიზეზი გახდეს. თუ გსურთ მსგავსი უარყოფითი გამოცდილებისგან თავის დაღწევა ან მისი არიდება, ეცადეთ დღეღამეში 7-8 საათი გამოიძინოთ, მოერიდოთ ტექნოლოგიურ მოწყობილობებს დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე და მიიღოთ საკვები, რომელიც დაძინებაში დაგეხმარებათ. ასეთია:
- ნუში
- მწვანე ჩაი
- კივი
- ალუბლის წვენი
- თევზი
- ნიგოზი
- იოგურტი
ეს საკვები პროდუქტები შეიცავს ისეთ მინერალებს და ვიტამინებს, რომლებიც ძილის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
წყარო: healthline.com
ფოტო: unsplash.com
