აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა - საქსტატი
"2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში", - აცხადებენ საქსტატში.
საქსტატის მონაცემებითვე, 2022 წლის პირველ რვა თვეში მშპ-ს საშუალო მაჩვენებელი 10,3 პროცენტია.
