კრემლში ხელი მოაწერეს უკრაინის კუთვნილი ოთხი რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას
ხელმოწერის საზეიმო ცერემონია გაიმართა კრემლში, წმ. გიორგის დარბაზში.
ახლა რუსეთის სახელმწიფო დუმამ უნდა მოახდინოს ხელშეკრულების რატიფიკაცია, რის შემდეგაც ის ფედერაციის საბჭომ უნდა მოიწონოს. არ არსებობს, ეჭვი, რომ ასეც მოხდება.
პროცედურის უკანასკნელი ეტაპით გათვალისწინებულია შესაბამისი კანონის ხელმოწერა რუსეთის პრეზიდენტის მიერ.
კრემლის წმ. გიორგის დარბაზში მსგავსი ცერემონია გაიმართა 2014 წელსაც, როცა რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია მოახდინა.
ყირიმის, ისევე როგორც ახალი ტერიტორიების ანექსიას, არ ცნობს მსოფლიო თანამეგობრობა.
