პოდოლიაკი: …დღეს რუსეთს მოუწევს ლიმანის ალყიდან გასვლის თხოვნა
8 წლის წინ რუსმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს ჩვენებს ილოვაისკთან, დღეს რუსეთს მოუწევს ლიმანის ალყიდან გასვლის თხოვნა, – ამის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ის გვერდზე წერს.
“8 წლის წინ რუსმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს ჩვენებს ილოვაისკთან. მაშინ ჩვენი ბიჭები დათანხმდნენ უიარაღოდ გასულიყვნენ. თუმცა რუსეთმა სიტყვა დაარღვია – კოლონა ჩაცხრილეს. დღეს რუსეთის ფედერაციას მოუწევს ლიმანის ალყიდან გასვლის თხოვნა. თუ, რა თქმა უნდა, კრემლში ბანკეტის მქონეებს საკუთარი ჯარისკაცები ადარდებთ”, – წერს პოდოლიაკი.
