Добавить новость
123ru.net
World News
Сентябрь
2022

ნინო ლომჯარია: თუ ბატონ ალუდა ღუდუშაურს მეტი მტკიცებულება უნდა შს სამინისტროსგან მოითხოვოს, რომ პოლიციელები დაკავების დროს სამხრე კამერებით იყვნენ აღჭურვილი

0

თუკი ბატონ ალუდა ღუდუშაურს მეტი მტკიცებულება უნდა იმის თაობაზე, თუ როგორ აყენებენ პოლიციელები ფიზიკურ დაზიანებებს დაკავების დროს და როგორ აქვს ძალის გადამეტებას ადგილი, სახალხო დამცველის რეკომენდაციას მხარი დაუჭიროს და შს სამინისტროსგან მოითხოვოს, რომ პოლიციელები მოქალაქეთა დაკავების დროს ყოველთვის სამხრე ვიდეო-კამერებით იყვნენ აღჭურვილი, – ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ “ქართული ოცნების“ დეპუტატს ალუდა ღუდუშაურს, რომელიც სახალხო დამცველისგან ითხოვდა წარედგინა იმის მტკიცებულებები, რომ პოლიციის მხრიდან დაკავების დროს გარკვეულ შემთხვევებში არასათანადო მოპყრობას აქვს ადგილი.

როგორც ამ კონტექსტში ნინო ლომჯარიამ განმარტა, დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურისთვის ასეთი შემთხვევების თაობაზე პოლიციის სამხრე კამერების ჩანაწერები ხელმისაწვდომი არ არის, რადგან როდესაც გამოძიება იწყება, აღმოჩნდება, რომ სამხრე კამერები ან არ მუშაობდა ან ინფორმაცია წაშლილია.

ლომჯარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაკავებების თაობაზე სახალხო დამცველი არასდროს ჭორების დონეზე არ საუბრობს.

“ბატონმა ალუდამ ვერ გამცა პასუხი, თუ რა გულისხმობს, როცა ამბობს, რომ ასეთი ფაქტები დამედასტურებინა. თუ პარლამენტში წარმოდგენილ ანგარიშს წაიკითხავს, ნათლად წერია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ დაზიანებებზე და ეს დაზიანებები არის აღრიცხული. სახალხო დამცველი არ საუბრობს იმაზე, რომ ვიღაცამ სადღაც რაღაც თქვა და ეს ანგარიშში მოყვანილია როგორც მტკიცება. პრევენციის ეროვნული მექანიზმი პოლიციის განყოფილებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჩანაწერებს ყოველწლიურად ამოწმებს. ვსაუბრობთ იმაზე, რომ არის კონკრეტული ციფრები, მასალები და ინფორმაციები, რომ დაკავებული პირები, მოქალაქეები დაკავების დროს და დაკავების შემდგომ პერიოდში დაზიანებებს იღებენ. გარდა ამისა, ჩვენ მოქალაქეებისგან შეტყობინებებს პროაქტიულად ვიღებთ, დაკავების ადგილებზე გავდივართ, ვნახულობთ და ვადოკუმენტირებთ, რომ მათ მიღებული აქვთ დაზიანებები. თუ ბატონ ალუდას კიდევ უფრო მეტი კონკრეტიზაცია უნდა სახალხო დამცველის ოფისში წამობრძანდეს და კონკრეტულ ინფორმაციებს უფრო დეტალურად გავუშლით, დაზარალებულ პირებთან დავაკავშირებთ და მათგან უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net