Добавить новость
123ru.net
World News
Сентябрь
2022

TI: შსს, სუსი, მთავრობის ადმინისტრაცია და სხვა უწყებები გამარტივებულ შესყიდვებზე ინფორმაციას არ აქვეყნებენ

0
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს იმ სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში გამარტივებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებენ. ჩამონათვალში გაუმჭვირვალე შესყიდვებით პირველ ადგილზეა მთავრობის ადმინისტრაცია, რომელსაც 2010-2022 წლებში გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმებული ერთი კონტრაქტიც კი არ აქვს გამოქვეყნებული შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.




ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, „დაფარული კონტრაქტები“ არ უნდა არსებობდეს, რადგან ეს მნიშვნელოვნად ზრდის კორუფციული შეთანხმებების რისკს.


"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" სახელმწიფო შესყიდვების გამოქვეყნების აუცილებლობაზე არაერთი წელია მიუთითებს სახელმწიფო უწყებებს. ორგანიზაციის კვლევაში ნათქვამია, რომ 2017 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გამარტივებულ შესყიდვებზე არასრული ინფორმაციის გამოქვეყნება "ტექნიკური ხარვეზით" ახსნა, მაგრამ ეს ხარვეზი წლების განმავლობაში არ გამოსწორებულა.


"2019 წლის სექტემბერში წერილით მივმართეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და ვაცნობეთ იმ შემსყიდველების ჩამონათვალი, რომლებიც გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტებს არ აქვეყნებდნენ. ამავე წლის ოქტომბერში კონტრაქტების ნაწილი სისტემაში აიტვირთა, რაც სავარაუდოდ, ჩვენი წერილის გავლენის შედეგი იყო. მაგალითად, აიტვირთა შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების კონტრაქტები. ცნობისათვის, მანამდე შსს-ს 2015 წლის 3 ივნისის შემდეგ არ ჰქონდა გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები გამოქვეყნებული. თუმცა, ისევ არ გამოქვეყნდა ისეთი მსხვილი უწყებების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები, როგორებიცაა: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საქართველოს დაზვერვის სამსახური.


2019 წლის ოქტომბერში შსს-ს და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების ერთიანად გამოქვეყნების შემდეგ, კონტრაქტების გამოქვეყნება ისევ შეწყდა", - ვკითხულობთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები შეგნებულად არ ქვეყნდება და შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კონკრეტული პირების მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს, რითაც საქართველოს პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.




 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net