Добавить новость
123ru.net
World News
Сентябрь
2022

ლაშა ბუღაძე: რუსებით თავს ნუ შევიშინებთ. მით უმეტეს, გაქცეული რუსებით

0
“კიდევ ერთხელ: უნიკალური ისტორიული ვითარებაა. მსგავსი არასდროს არაფერი მომხდარა. ადამიანები უმეტესად ლტოლვილები მაშინ ხდებიან, როცა მათ ქვეყანას მტერი ესხმის თავს.
რუსები კი იმიტომ გარბიან რუსეთიდან, რომ რუსეთის გამო არ მოკვდნენ და რუსეთის გამო არ იქცნენ მკვლელებად!
რამდენიც არ უნდა შემოვიდნენ, გახსოვდეთ, რომ ისინი გარბიან!
ცხადია, ემიგრანტთა ნაკადი უსაფრთხოების საკითხია ჩვენი ქვეყნისთვის (მორალი შესაძლოა არააქტუალურიც კი იყოს ამწუთას), მაგრამ ახლა ამ პრობლემის პრაქტიკული სტრუქტურირება უნდა იყოს უმთავრესი საზრუნავი, რადგან ქვეყანა საემიგრაციო კრიზისის წინაშე დგას და არა პანიკით, პარანოიით და ისტერიკით, არამედ რამდენადაც შესაძლებელია, რაციონალურად უნდა მივუდგეთ ამ გამოწვევას. არადა, მეჩვენება, რომ ერთგვარ სისუსტეს ვავლენთ, როცა ფობიებით შეპყრობილები გავკივით, რომ ახლა “დამპყრობელთა ურდო მოიწევს ჩვენკენ”, – ურდოა თუ რაცაა, სუსტები ახლა ჩვენ კი არა, პუტინის რუსეთია და მისი ხალხი, ვინც ყველა მიმართულებით გარბის კვდომის პირას მისული უსუსური ქვეყნიდან.
გაქცეული ურდო არ არსებობს! ვის და რისი დაპყრობის თავი აქვთ! ტრავმებით ნუ ვპროეცირებთ რეალობას – ისეთად აღვიქვათ სინამდვილე, როგორიც ის არის!
ყაზახეთის პრეზიდენტმა აგერ კარვები გაუწყო და კინოდარბაზებში შეასახლა დროებით, როგორც ლტოლვილები, რადგან არიან კიდეც ლტოლვილები, რომელთაც იმაზე დიადი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, ვიდრე მათი ქცევის შინაარსი და პოტენციაა.
რუსები არიან – და უნდა იყვნენ – პანიკაში და არა ჩვენ! პუტინი აგებს და არა უკრაინა დასავლეთთან ერთად!
ტოყაევმა უკვე დაანახა პუტინს, როგორ მფარველობს მის ლტოლვილად ქცეულ დეზერტირთა “არმიას”, – და ჩვენი მრჩეველი რატომაა ყოველთვის შიში, როცა შიში ყოველთვის ცუდი მრჩეველია?!
სულ მცირე, მოვრჩეთ თავის დაკომპლექსებას, რომ აქ გამოქცეული რუსი ეგზისტენციალურ პრობლემას შეუქმნის საქართველოს. საქართველოს ეგზისტენციალურ პრობლემას პუტინი უქმნის, რომელიც ჩვენს თვალწინ მარცხდება და ეს გაქცეული ხალხიც ამ მარცხის გამოვლინებაა…
ქართული საზოგადოების პრობლემა დამარცხებულზე ფსონის დამდები ივანიშვილის ხელისუფლებაა და არა რუსეთიდან გაქცეული რუსი, რომელიც რუსეთზე ბევრად კარგ საქართველოში ცდილობს გადარჩენას.
ივანიშვილმა სისუსტის სინდრომი გაგვიჩინა და ეს უსარგებლო პანიკაც აქედანაა. არადა, სუსტების გარდა ყველაფერი ვართ – არა მგონია, სუსტებს ისეთებისთვის გაეძლოთ, რასაც ჩვენ გავუძელით უკანასკნელი 30 წელი! რუსებით თავს ნუ შევიშინებთ. მით უმეტეს, გაქცეული რუსებით,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი, ლაშა ბუღაძე.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net