Добавить новость
123ru.net
World News
Сентябрь
2022

რა იწერება რუსულ წყაროებში უკრაინული არმიის მიერ ლიმანის ალყის შესახებ

0

რუსი სამხედრო ჟურნალისტები და ტელეგრამის პრორუსული არხები, რომლებიც სეპარატისტული ძალების და უკრაინის აღმოსავლეთში საოკუპაციო ხელისუფლების ინფორმაციას გადასცემენ, იტყობინებიან უკრაინული არმიის მიერ ლიმანის ალყის შესახებ. დონეცკის ოლქის ეს ქალაქი სეპარატისტული ძალების კონტროლს 2022 წლის მაისიდან ექვემდებარება.

ვრცელდება ინფორმაცია რუსული ჯარების გაყვანის შესახებ შემდეგი ქალაქებიდან: იამპოლიდან, სტავოკიდან, დრობიშევოდან. ქალაქისკენ მიმავალი ერთადერთი გზა, რომელზედაც რუს სამხედროებს ჯერ კიდევ შეუძლიათ მოძრაობა, ტორსკოე-დრობიშევოზე გადის და ცეცხლის ქვეშაა. იქ უკრაინული მზვერავი და დივერსიული ჯგუფები მუშაობენ, წერს თავის ტელეგრამის არხზე „კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტი ალექსანდ კოცი.

პრორუსული არხი “Архангел спецназа“ (სპეცრაზმის მთავარანგელოზი) ხელმომწერის კომენტარს ავრცელებს, ქალაქში არსებულ რუსულ სამხედრო ძალებში ქაოსის და კავშირგაბმულობის არარსებობის შესახებ. სამხედრო ჟურნალისტი სემიონ პერორი ირწმუნება, რომ გასული ღამე ქალაქის დაცვისთვის „გადამწყვეტი“ უნდა ყოფილიყო.

პრორუსული წყარო ირწმუნება, რომ შესაძლოა, ქალაქი სულ მალე აიღონ უკრაინულმა ძალებმა, იქ განლაგებული სამხედროები კი დაატყვეონ. მათი ზუსტი რაოდენობაც უცნობია.

უკრაინის გენშტაბის თანახმად 29 სექტემბერს რაიონში მობილიზებული ჯარისკაცებისგან შემდგარი, ცუდად გაწვრთნილი ნაწილები გადაისროლეს (სავარაუდოდ, საუბარია სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკის რეგიონში მობილიზებაზე).

ლიმანი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, გარდა იმისა, რომ მისი აღების შემთხვევაში უკრაინა შეძლებს ლუგანსკის რეგიონის დასავლეთით, ლისიჩანსკისა და სევეროდონეცის მიმართულებით შეტევას. კიევი კონტრშეტევის მიმდინარეობაზე კომენტარს არ აკეთებს.

კრემლმა გამოაცხადა, რომ გამართავს დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას “რუსეთში ახალი ტერიტორიების გაწევრიანების” საკითხზე. ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მოსკოვის მიერ დანიშნული ლიდერები, 30 სექტემბერს კრემლში გაიმართება.

უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დამოუკიდებლობა პუტინმა განკარგულებებით აღიარა 30 სექტემბერს, გამთენიისას, რაც არის შუალედური ნაბიჯი იმისთვის, რათა რუსეთმა უკრაინის ამ ორი ოკუპირებული ტერიტორიის ანექსირება მოახდინოს.

ეს განკარგულებები მსგავსია ნაბიჯებისა, რომლებიც პუტინმა გადადგა ლუგანსკთან და დონეცკთან მიმართებით თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეჭრის წინ.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net