Добавить новость
123ru.net
World News
Сентябрь
2022

პუტინმა და ბჟანიამ მოსახლეობას „აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცეს

0
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას და დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას „გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა. ეს დღე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 30 სექტემბერს აღინიშნება, 1993 წლის 30 სექტემბერს, აფხაზურმა მხარემ ომის შედეგების შემდეგ კონტროლი დაამყარა აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, კოდორის ხეობის გარდა.


„ძვირფასო ასლან გეორგიევიჩ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ყველაზე თბილი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულზე - გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. რუსეთ-აფხაზური ურთიერთობები ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე ვითარდება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო გავამყაროთ კონსტრუქციული ორმხრივი კავშირების მთელი სპექტრი ჩვენი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია პუტინის მილოცვაში.


პუტინმა ბჟანიას ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა, ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებელს კი მშვიდობა და კეთილდღეობა.


ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მილოცვაში საუბარია "აფხაზეთის კეთილდღეობისთვის გაერთიანების" აუცილებლობაზე.


„413 მძიმე და საშინელი დღე გაგრძელდა აფხაზი ხალხის სამამულო ომი. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სამშობლოს საუკეთესო ვაჟები და ქალიშვილები. განუზომელი და შეუფასებელია აფსნის დამცველთა გმირობა. ჩვენი უშიშარი მეომრების გმირობის, წყალობით, აფხაზეთი გადაურჩა გენოციდსა და განადგურებას. აფხაზებთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, სამშობლოს დასაცავად წამოიმართნენ ჩვენი თანამემამულეები, მუჰაჯირთა შთამომავლები. ცალკე მინდა გამოვყო ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები. აფხაზეთს ყოველთვის ემახსოვრება აირების, ყაბარდოელების, ჩერქეზების, აბაზინების, ჩეჩნების, ოსების, ინგუშების, დაღესტნელების და სხვა ხალხების წარმომადგენლების სიმამაცე“, - განაცხადა ბჟანიამ.


მისი თქმით, აფხაზეთის არმიის რიგებში ასევე უშიშრად იბრძოდნენ „რუსეთის სამხრეთელი კაზაკები, მოხალისეები რუსეთის სხვა რეგიონებიდან დონბასის და დნესტრისპირეთის სანაქებო შვილები“.


„გამარჯვების დღე არის თვალცრემლიანი დღესასწაული. ვიხსენებთ ახლობლებსა და მეგობრებს, რომლებიც მამაცურად დაიღუპნენ მომავალი თაობისთვის. ჩვენ მათთან, ვინც სიცოცხლის ფასად გაათავისუფლა ჩვენი სამშობლო. სამუდამოდ ვალში ვართ. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ აფხაზეთის კეთილდღეობისთვის. მხოლოდ ერთად აუცილებლად მივაღწევთ მთავარ მიზანს - თავდაჯერებულ მომავალს და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას“, - განაცხადა ბჟანიამ.


ომმა აფხაზეთში 13 თვესა და 13 დღეს გასტანა. 1993 წლის 27 სექტემბერს მთავრობის სახლის აღების შემდეგ სოხუმი დაეცა. დახვრიტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა კაბინეტის 27 თანამშრომელი.


30 სექტემბრისთვის აფხაზურმა მხარემ კონტროლი დაამყარა აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, გარდა კოდორის ხეობისა. აფხაზეთი დატოვა დაახლოებით 300 ათასმა ეთნიკურად ქართველმა. დაიღუპა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას ემსხვერპლა 14 000 ადამიანი.


2008 წლის, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მთავრობამ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. საქართველოს მთავრობამ, თავის მხრივ, ეს ტერიტორია ოფიციალურად ოკუპირებულად გამოაცხადა.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net