Добавить новость
123ru.net
World News
Сентябрь
2022

პუტინმა ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის განკარგულებებს, რაც წინ უსწრებს უკრაინის ტერიტორიათა ანექსირებას

0
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 30 სექტემბერს უმასპინძლებს ცერემონიას, რომელზეც ის ოფიციალურად განაცხადებს უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსირებას, იმ დოკუმენტების ხელმოწერით, რომლებსაც კრემლი უწოდებს "გაწევრიანების ხელშეკრულებებს". 


უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დამოუკიდებლობა პუტინმა განკარგულებებით აღიარა 30 სექტემბერს, გამთენიისას, რაც წარმოადგენს შუალედურ ნაბიჯს საიმისოდ, რომ რუსეთმა უკრაინის ამ ორი ოკუპირებული ტერიტორიის ანექსირება მოახდინოს. 


ეს განკარგულებები მსგავსია ნაბიჯებისა, რომლებიც პუტინმა გადადგა  ლუგანსკთან და დონეცკთან მიმართებით თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეჭრის წინ. 


29 სექტემბერს აშშ-მა და გაერომ მკაცრად დაგმეს რუსეთის გეგმა 30 სექტემბერს გამართოს ანექსირების ცერემონია, უკრაინის ოთხ რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმების შემდეგ, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები ყალბად მიჩნევენ, მაგრამ რეგიონში მოსკოვის მიერ დანიშნული ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოსახლეობა დიდი უმრავლესობით მიემხრო რუსეთთან გაერთიანებას.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ "არც ახლა და არც არასდროს აღიარებს ამ ყალბი რეფერენდუმების ლეგიტიმურობას თუ შედეგებს", ხოლო გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ამბობს, რომ ანექსირება იქნება "სახიფათო ესკალაცია", რომელიც ძირს გამოუთხრის სამშვიდობო პერსპექტივას.


რეფერენდუმები იყო "აზრს მოკლებული მცდელობა შეინიღბოს ის, რაც უტოლდება უკრაინისთვის მიწის წართმევის მორიგ მცდელობას" - ამბობს ბლინკენი თავის განცხადებაში.


გუტერეშის თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას წინ წავიდეს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსირება "არანაირი კანონიერი ფასი არ ექნება, და უნდა დაგმობილ იქნეს".


მანამდე კრემლმა გამოაცხადა, რომ გამართავს დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას "რუსეთში ახალი ტერიტორიების გაწევრიანების" საკითხზე. ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მოსკოვის მიერ დანიშნული ლიდერები, 30 სექტემბერს კრემლში გაიმართება.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net