Добавить новость
123ru.net
World News
Август
2022

სანქცირებული გემის ან ტვირთის საქართველოში შემოსვლას ეკონომიკის სამინისტრო უარყოფს

0
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უარყოფს საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული გემის ან ტვირთის შემოსვლას. ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი გამოეხმაურა მედიით მანამდე გავრცელებულ, სავარაუდო ინფორმაციას, ბათუმის პორტში სანქცირებული ტვირთის მქონე გემის შემოსვლასთან დაკავშირებით.


მისი განმარტებით, მედიით გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია აზიანებს საქართველოს რეპუტაციას. ამასთან საზღაო ტრანსპორტის სააგენტოზე დაწყრობით, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა, აცხადებს, რომ დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემი ან ტვირთი არ შემოსულა.


რაც შეეხება  გემ „ატაკამას“- თან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, გურამ გურამიშვილი განმარტავს, რომ „სენტ-კიტსისა და ნევისის დროშის ქვეშ მცურავი გემი ATACAMA (IMO # 9248801, მოსვლის ნავსადგური ტუაფსე, რუსეთი), 29 აგვისტოს დადგა ბათუმის აკვატორიის საღუზე რაიონში და არა ნავმისადგომთან“. გემის საქართველოს წყლებში შემოსვლის მიზანი სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით მომარაგება იყო, „რაც განხორციელდა  30 აგვისტოს, საღუზე წერტილში მცურავი საშუალების გამოყენებით“.


„რაც შეეხება ტვირთს, გემს სატვირთო ოპერაციებზე განაცხადი არ გაუკეთებია და შესაბამისად, არ განუხორციელებია სატვირთო ოპერაციები. სკრინინგის შედეგებზე დაყრდნობით, ცალსახად ვაცხადებთ, რომ რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მცდარი. გემი „ატაკამა“ ან მისი მფლობელი არ იძებნება სანქცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში. მიმდინარე მონაცემებით, გემი მოიხსნა საღუზე წერტილიდან და ტოვებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებს“, - განაცხადა გურამ  გურამიშვილმა.


მისი განმარტებით  ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი, 2022 წლის 5 დეკემბრიდან კრძალას  რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტს ევროკავშირში,  ხოლო მსუბუქ ნავთობპროდუქტების იმპორტს  2023 წლის 5 თებერვლიდან. მილსადენით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას, რაც ნავთობპროდუქტების ალტერნატიული ტრანსპორტირების სახეა.


საქართველოში, სავარაუდოდ, რუსული სანქცირებული ტვირთით დატვირთული გემის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" გაავრცელა.


სავარაუდოდმ სანქცირებული ტვირთის მქონე გემის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შესახებ ინფორმაცია, პირველად არ ვრცელდება.


27 ივნისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მედიასთან კომენტარში დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში შევიდა გემი, რომლის ტვირთიც სანქცირებულ კომპანიას ეკუთვნოდა, თუმცა საქართველოს საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.




29 ივლისს, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სერიოზულად ეკიდება სანქცირებული ტვირთის საკითხს. ამასთან დასძინა, რომ მსგავს აქტივობებს აკვირდებიან.




 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net