Добавить новость
123ru.net
World News
Август
2022

ბორელი იუწყება, რომ ევროკავშირის წევრები მორიგდნენ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერების შესახებ

0
ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკის 27 წევრი სახელმწიფო შეთანხმდა უკრაინაში ომის დაწყების გამო სანქციის სახით შეაჩერონ რუსეთთან ადრე მიღწეული ხელშეკრულება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უმსუბუქებს ტურისტული ვიზების მიღებას.


ბორელმა გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა 31 აგვისტოს პრაღაში, სადაც მიმდინარეობს ბლოკის წევრების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.


გადაწყვეტილება არ გულისხმობს რუსებისთვის ვიზების გაცემის სრულ აკრძალვას, რასაც ესწრაფოდა ზოგიერთი ქვეყანა.


რუსეთსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება შემსუბუქებული სავიზო რეჟიმის შესახებ 2007 წელს გაფორმდა და ნაწილობრივ შეჩერდა წელს, თებერვალში უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ. ახალ წესი შეეხო ნაწილობრივ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირებს, ოფიციალურ დელეგაციებს და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს. ის არაფერს ცვლიდა უბრალო რუსებისთვის, რომლებიც კვლავ განაგრძობდნენ სავიზო რეჟიმის შეღავათებით სარგებლობას.


პრაღაში შეხვედრამდე საფრანგეთმა და გერმანიამ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც წერენ, რომ რუსებისთვის ვიზების შეზღუდვა იქნება კონტრპროდუქტიული ზომა, რადგან ევროკავშირი იბრძვის იმ რუსების "გულებისთვის და გონებისთვის", რომლებიც მხარს არ უჭერენ მოსკოვის შეჭრას უკრაინაში. ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან საზღვარს იყოფენ - ბალტიის სახელმწიფოები, პოლონეთი და ფინეთი - მხარს უჭერენ რუსი ტურისტებისთვის ვიზების შეზღუდვას.


ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ ევროკავშირს მოუწოდა აკრძალოს ვიზების გაცემა რუს ტურისტებზე - განაცხადა, "ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რუსეთის საზოგადოებაზე ზეწოლის მიზნით", და ამ მკაცრი ზომის არმიღება წარმოადგენს "ბოროტებასთან კომპრომისსო".


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, აკრძალვა უნდა შეხებოდა ყველა რუსს, პოლიტიკური დისიდენტების გარდა. მისი თქმით, "ამ ომისთვის 'პუტინის პრობლემის' დარქმევა, და არა რუსეთის საზოგადოების, რომელიც ძირითადად მხარს უჭერს მის პრეზიდენტს, საკუთარი თავის მოტყუებაა".


ევროკომისიის ხელმძღვანელობის თანახმად, მოსკოვის და ბრიუსელის შეთანხმების შეჩერება ართულებს, აძვირებს, უფრო ბიუროკრატიულს ხდის ევროკავშირის ვიზის მიღების პროცესს და ასევე ახანგრძლივებს მას. ევროკავშირის ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის საჭიროა ბლოკის ყველა, 27 წევრის თანხმობა.


 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net