გამოცემა BAZA: მოსკოვის გარეუბანში ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანა აფეთქდა, სავარაუდოდ, ის დაიღუპა
გამოცემა BAZA-ს ინფორმაციით, მოსკოვის გარეუბანში კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის მანქანა აფეთქდა. გამოცემა წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით დარია დუგინი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციასა და შემთხვევის ადგილიდან კადრებს Telegram-ის საშაუელბით ავრცელებს არხი 112-ც.
აფეთქება, მოსკოვის დროით, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. გამოცემა წერს, რომ აფეთქების მიზეზის შესახებ მთავარი ვერსია მკვლელობის მცდელობაა.
შეგახსენებთ, რომ დარია დუგინი 2022 წლის ივლისში დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
ალექსანდრ დუგინი
