Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2022

“ცეცხლის კანიონი”, – მზის სისტემა დღეს ან ხვალ დედამიწას დიდ ზიანს მიაყენებს

0

გიგანტური “ცეცხლის კანიონის” ძაფების მზეზე მოხვედრის შედეგად გამოწვეული ქარები დედამიწას დღეს ან ხვალ დაატყდება თავს, რაც გამოიწვევს სუსტ G1 გეომაგნიტურ ქარიშხალს. 

მზის ძაფი არის ელექტრიფიცირებული გაზის ან პლაზმის უზარმაზარი რკალი, რომელიც მზის ატმოსფეროში მატულობს ვარსკვლავის ძლიერი მაგნიტური ველის ცვლილების მიხედვით. ამ გიგანტურ მაგნიტურ მილებს შეუძლიათ პლაზმის უზარმაზარი მასების შეკავება მზის ზედაპირზე, მაგრამ ისინი ასევე ძალიან არასტაბილურები არიან და რღვევის შედეგად  შეუძლიათ მზის ქარის ფეთქებადი ჭავლების გაშვება, რომლებიც დედამიწისკენ მიემართებიან.

“გრძელი, გველის მსგავსი ძაფები მზეზე განსაცვიფრებლად ფეთქდება და მომართულია ჩვენი პლანეტისკენ“, – წერს ტამიტა სკოვი, კოსმოსური ამინდის ფიზიკოსი ტვიტერზე. 

საბედნიეროდ, ამ ძაფიდან მომდინარე ქარიშხალი სუსტია. კლასიფიცირებულია, როგორც G1 მზის ქარიშხალი. თუმცა მას აქვს პოტენციალი, რომ გამოიწვიოს რყევები ელექტრო ქსელებში და გავლენა მოახდინოს ზოგიერთ სატელიტურ ფუნქციაზე, მათ შორის მობილური მოწყობილობებისა და GPS-ის სისტემებზე, მაგრამ არა მკვეთრად. უფრო ექსტრემალურ გეომაგნიტურ შტორმებს კი საკმარისად მძლავრად შეუძლიათ  ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველის დარღვევა.

ასტრონომებმა 1775 წლიდან იცოდნენ, რომ მზის აქტივობა ციკლურად მატულობს და ეცემა, მაგრამ ბოლო დროს მზე უფრო აქტიურია, ვიდრე მოსალოდნელი იყო, თითქმის ორჯერ მეტად. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ვიდრე მზის აქტივობა კვლავ შემცირდება, სტაბილურად აიწევს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში და მიაღწევს საერთო მაქსიმუმს 2025 წელს.

როგორც მეცნიერები ფიქრობენ,  ყველაზე დიდი მზის ქარიშხალი, რაც კი ოდესმე მომხდარა თანამედროვე ისტორიაში, იყო 1859 წლის კერინგტონის მოვლენა, რომელმაც გამოუშვა დაახლოებით ისეთივე ენერგია, როგორიც ექნებოდა 10 მილიარდ 1 მეგატონიან ატომურ ბომბს. დედამიწაზე შეჯახების შემდეგ, მზის ნაწილაკების მძლავრმა ნაკადმა დაწვა სატელეგრაფო სისტემები მთელ მსოფლიოში და განაპირობა სავსე მთვარის შუქზე უფრო კაშკაშა ავრორები, სამხრეთით კარიბის ზღვის აუზისკენ. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მსგავსი მოვლენა დღევანდელ მსოფლიოში გამოიწვევს ტრილიონობით დოლარის ზარალს და ელექტროენერგიის მასობრივ გათიშვას, თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ მსგავსი მასშტაბის აფეთქებას მზის ზედაპირზე ადგილი არ ექნება.

წყარო: livescience.com






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net