Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2022

ძილის დროს ცნობიერის მნიშვნელოვანი თვისება ითრგუნება

0

როდესაც ადამიანს სძინავს და ხედავს სიზმარს, ტვინში რაღაც იდუმალი პროცესი მიმდინარეობს. ეს არ არის ორგანიზმის ფხიზელი მდგომარეობა, მაგრამ არც ძალიან განსხვავდება მისგან. მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ ამ მოვლენის ამოხსნას. 

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცნობიერების ერთი ძირითადი მახასიათებელი, ბგერების შეცნობის ან მათი ამოცნობის უნარი, რეალურად  ძილის დროს ითიშება და ეს გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ როგორ აღიქვამს სიზმარს ჩვენი გონება. ცოცხალი ადამიანის ტვინის რუქის გამოკვლევა სიფხიზლისა და ძილის დროს ადვილი არ არის. მეცნიერებმა ეპილეფსიის მქონე პაციენტებზე ჩატარებული სამედიცინო კვლევებით იხელმძღვანელეს.

„ჩვენ შევძელით გამოგვეყენებინა სპეციალური სამედიცინო პროცედურა, რომლის დროსაც ეპილეფსიის მქონე პაციენტებს ტვინში ელექტროდები ჩაუნერგეს, რისი მეშვეობითაც აკონტროლებდნენ აქტივობას მათი ტვინის სხვადასხვა ნაწილში, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით“, – ამბობს ნეირომეცნიერი იუვალ ნირი, ისრაელის თელ-ავივის უნივერსიტეტიდან.

ელექტროდებმა მკვლევარებს საშუალება მისცეს დაენახათ განსხვავებები ცერებრალური ქერქის რეაქციაში, როდესაც პაციენტები იმყოფებოდნენ ძილის სხვადასხვა სტადიაზე და მაშინ, როცა ისინი ფხიზლობდნენ.

მკვლევარები გამაძლიერებლების მეშვეობით მოხალისეების საწოლთან უკრავდნენ სხვადასხვა ხმებს. რვა წლის განმავლობაში შეგროვდა მონაცემები 700-ზე მეტ ნეირონზე, დაახლოებით 50 თითო პაციენტზე. მიუხედავად იმისა, რომ ტვინის რეაქცია ბგერაზე, ძირითადად, ქმედითი რჩებოდა ძილის დროს, იყო ალფა-ბეტა ტალღების დონის მატება. ეს ტალღები დაკავშირებულია ყურადღებასა და მოლოდინთან. როგორც ჩანს, შემომავალი ბგერები ანალიზდება, მაგრამ არ გადაეცემა ცნობიერებას. ეს ეწინააღმდეგება იმ თეორიას, რომ ძილის დროს ტვინში ბგერასთან დაკავშირებული სიგნალები სწრაფად იშლება. სინამდვილეში, ისინი უფრო ძლიერები რჩებიან, ვიდრე გვგონია. უბრალოდ, არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მათი დამუშავების ხერხში.

„ძილის დროს ტვინის რეაქციის სიძლიერე მსგავსი იყო სიფხიზლის დროს დაფიქსირებულ რეაქციასთან, გარდა ერთი შეთხვევისა, როდესაც დაფიქსირდა დრამატული განსხვავება, ალფა-ბეტა ტალღების აქტივობის დონეზეი“, – ამბობს პირველი ავტორი, ნეირომეცნიერი ჰანა ჰაიატი, თელ-ავივის უნივერსიტეტიდან. ეს ალფა-ბეტა ტალღები კონტროლდება ტვინის ზემო ნაწილში და ეხმარება ჩვენს გონებას გაარკვიოს, რომელი ხმებია მნიშვნელოვანი და რომელს უნდა მოუსმინოს.

ალფა-ბეტა ტალღის შაბლონების მსგავსი სახის ზევით ცვლა ადრე დაფიქსირდა ანესთეზიის ქვეშ მყოფ პაციენტებში, მაგრამ ეს არ ყოფილა მძინარე ადამიანებში. მკვლევარები აღწერენ მას, როგორც ერთ-ერთ გზას იმის გასაგებად, თუ როგორ განსხვავდება ცნობიერი ტვინი არაცნობიერი ტვინისაგან. მომავალ კვლევებში მეცნიერები აპირებენ შეისწავლონ ამ განსხვავებაზე პასუხისმგებელი მექანიზმები. კვლევა გამოქვეყნდა Nature Neuroscience-ში.

წყარო: sciencealert.com






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net