Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2022

საგარეო: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტში საქართველო სტრატეგიულ პარტნიორად არის მოხსენიებული

0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის წარმოამდგენლობითი პალატის მიერ 2023 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის დამტკიცების შესახებ იუწყება, რომელშიც საქართველო  მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად არის მოხსენიებული. საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებისა და სტრატეგიული ინტერესებისთვის შავი ზღვის რეგიონში.


"კანონპროექტის თანახმად, საქართველო მნიშვნელოვანი ეკონომიკური, ენერგო-ტრანზიტისა და ვაჭრობის საერთაშორისო ჰაბია და როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის განუყოფელ ნაწილი, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და მომარაგების სტრატეგიული მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით. აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი რეგიონის უკანონო ოკუპაცია, დე-ფაქტო ანექსიის მცდელობები და ჰიბრიდული ომის ტაქტიკა საქართველოს ეროვნული და მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს", - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცალკე გამოყოფს საქართველოსთან დაკავშირებით კანონპროექტში არსებულ პუნქტებს:



"განამტკიცოს მხარდაჭერა და გადადგას ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაღრმავების მიმართულებით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით და აშშ-ისა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად";
"განაგრძოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში";
"გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციის გზით, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად";
"განაგრძოს ძლიერი მხარდაჭერა და არსებითი მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ  შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად და საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად";
"განაგრძოს პრესის თავისუფლების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების მიმართულებით მუშაობა, რათა დაეხმაროს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე";
"პრიორიტეტად დასახოს და გააღრმავოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) იმპლემენტაციის, საქართველოს აღჭურვილობის მოდერნიზაციის გეგმების გაზრდილი დაფინანსების გზით, რათა განმტკიცდეს საქართველოს შეკავების, ტერიტორიული თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობები, ასევე, ნატო-სთან თავსებადობა";
"შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მხარი დაუჭიროს არსებულ და ახალ თანამშრომლობის ფორმატებს, რათა გაზარდოს ნატო-ს, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობა";
"გააძლიეროს კიბერსფეროში საქართველოს მხარდაჭერა, ტრენინგების, განათლების და ტექნიკური დახმარების გზით";
"განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტულ კამპანიებთან გამკლავების მიზნით, რომელიც მიმართულია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, მისი დემოკრატიული ინსტიტუტების სანდოობას და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას".


პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე მუშაობა აშშ კონგრესში აქტიურ ფაზაშია შესული. პროცედურის თანახმად, კანონპროექტის საკუთარ ვერსიას, ასევე, დაამტკიცებს აშშ-ის სენატი, რის შემდეგაც კონგრესის ორივე პალატის ვერსიები შეჯერდება ე.წ. კონფერენციაზე და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ აქტი კანონის ძალას შეიძენს.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net