Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2022

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვის განცხადებას "ახალი პროპაგანდა" უწოდა

0
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რუსეთის "ახალი პროპაგანდა" უწოდა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას უკრაინაში „სპეცოპერაციის გეოგრაფიული ამოცანების გაფართოების“ შესახებ.


ბერბოკმა გერმანულ მაუწყებელს, DW-ს უთხრა, რომ რუსეთი ყოველ ჯერზე იყენებს "ახალ არგუმენტებს“ და ახლა ირწმუნება, რომ ეს უკავშირდება დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას, თუმცა, რუსეთი მანამდეც უტევდა კიევს და უკრაინის სხვა ტერიტორიებს.


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინა სამხედრო დახმარებას იღებს ნატოს წევრი სახელმწიფოების საერთო ძალისხმევით.




20 ივლისს, კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალების Russia Today-ს მთავარ რედაქტორთან, მარგარიტა სიმონიანთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თუ დასავლეთი გააგრძელებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების იარაღის მიწოდებას, „სპეცოპერაციის“ გეოგრაფიული ამოცანები ისევ შეიცვლება და დღევანდელ ხაზს გასცდება. ლავროვის თქმით, ამჟამად „სპეცოპერაციის“ გეოგრაფიაა არა მხოლოდ დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკები“, არამედ ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები და ზოგიერთი სხვა ტერიტორიაც.


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარება, რომ უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის დაპყრობაზე ოცნებობენ, ადასტურებს, რომ რუსეთი უარს ამბობს დიპლომატიაზე და ფოკუსირებულია ომსა და ტერორზე.




20 ივლისს, დმიტრო კულებამ ტვიტერზე დაწერა, რომ "რუსებს სურთ სისხლი და არა მოლაპარაკება". უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველა პარტნიორს მოუწოდა, გააძლიერონ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები და დააჩქარონ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში არაფერი იყო ისეთი, რაც აქამდე არ იცოდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ნედ პრაისის თქმით, აშშ-ს ბოლო თვეებში არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთის მიზანი მხოლოდ დონბასი არ არის და თეთრმა სახლმა 19 ივლისსაც განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის ანექსიისთვის. პრაისის თანახმად, აშშ არ დაუშვებს, რომ რუსეთის ეს ქმედება დაუსჯელი დარჩეს და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.




რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.


2022 წლის მარტიდან რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებიც, სადაც კრემლის მიერ დანიშნული ე.წ. ადმინისტრაციები ამზადებენ "რეფერენდუმებს" ამ რეგიონების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესასვლელად.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net