Добавить новость
123ru.net
World News
Июль
2022

მადლობას გიხდით წარმატებული საქმიანობისთვის - NGO-ების ერთობლივი წერილი კარლ ჰარცელს 

0
20-ზე მეტი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დადებითად აფასებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე კარლ ჰარცელის მუშაობას და მას მადლიერების წერილს წერენ. მათი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანა და სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის გრძნობდა მხარდაჭერას ევროკავშირისგან და მისგან.

"თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, საქართველოში ყოფნის დროს უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეკიდებოდით ქართულ კულტურასა და ყველას დაგვამახსოვრეთ თავი თითოეული ჩვენგანის საყვარელი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, შემოქმედების დაფასებით. ეს პატივისცემა და ქართული კულტურის, ჩვენი სიამაყის, დაფასება ყოველთვის გვემახსოვრება", - აღნიშნულია ერთობლივ წერილში.

აქვე ხაზგასმულია ევროინტეგრაციის პროცესში კარლ ჰარცელის როლზე:

"განსაკუთრებით გვსურს ხაზი გავუსვათ თქვენს პირად წვლილს შარლ მიშელის შეთანხმებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღწევის საქმეში - სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა სათანადოდ ვერ შეაფასა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა, მაგრამ მომავალში ეს შეთანხმება უკეთესი ქართული, ევროპული დემოკრატიის ქვაკუთხედი გახდება".

განცხადებას ხელს აწერენ:


ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI);სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);საქართველოს სასამართლოს გუშაგი;ღია საზოგადოების ფონდი;სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი (CIIC);ადამიანის უფლებათა ცენტრი;საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);მედიის განვითარების ფონდი (MDF);ქალები საერთო მომავლისთვის (WECF);საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი);დემოკრატიის ინდექსი;საქართველო დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი;უფლებები საქართველო;სამოქალაქო იდეა;გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ICGS);დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);ჭავჭავაძის ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD);ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);მედია ომბუდსმენი;საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;საფარი;წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT).

4-წლიანი ვადის ამოწურვის გამო კარლ ჰარცელი საქართველოს მოსახლეობას გუშინ, 20 ივლისს ვიდეომიმართვით დაემშვიდობა.

"დიდი მადლობა იმისათვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი. საქართველო საოცარი, უნიკალური ქვეყანაა. თქვენ წინაპრების მხრებზე დგახართ, იმ ბუმბერაზების, რომლებმაც იბრძოლეს ამ ქვეყნისთვის, ტრადიციებისთვის, კულტურისთვის, ენისა და მემკვიდრეობისთვის....

თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. მომავალ შეხვედრამდე", - ამბობდა კარლ ჰარცელი.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უარყოფითად აფასებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მუშაობას. მაშინ, როცა მისი ელჩობის დროს საქართველომ ევროპული პერსპექტივის მოპოვება შეძლო, კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჰარცელს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფითი როლი ჰქონდა.

"ჩვენ ვერიდებოდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე კომენტარის გაკკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში. თუმცა დღეს, როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს", - თქვა კობხიძემ.

ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობას საქართველოში ელჩი კარლ ჰარცელი 2018 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა მას მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ ჰერჩინსკი დაასახელა.

პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. მანამდე მას პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის თანამდებობა ეკავა.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net