ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში მოკლულია 15 000-მდე რუსი სამხედრო
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთხელ, მარტის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპულია 1351 რუსი სამხედრო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ივლისის მონაცემებით, რუსული არმიის დანაკარგები 38 000-ს აჭარბებს. კიევი ოფიციალურად არ ავრცელებს ცნობებს ომში დაღუპული და დაჭრილი უკრაინელი სამხედროების რაოდენობის შესახებ.
