Добавить новость
123ru.net
World News
Февраль
2022

ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა ჯო ბაიდენს და შემდეგ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

0
რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილების თაობაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ტელეფონით ესაუბრა



"ბოლო საათების მოვლენები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან განვიხილე. ვიწყებთ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომას,"- დაწერა ტვიტერში ზელენსკიმ, რომელიც პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე თავის განცხადებას უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს.






ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის გამართვა რუსეთის პრეზიდენტის მიერ 21 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების გარშემო.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, "მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია. ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.



მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.



პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისიხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“


ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ცნობას და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით რუსეთის ლიდერმა უხეშად ხელყო მინსკის შეთანხმებები, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართალი. ამის შესახებ საუბარია შარლ მიშელის მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ასევე დაგმო პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობა.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net