Добавить новость
123ru.net
World News
Январь
2022

რუსეთში დღე-ღამეში კორონავირუსით თითქმის 50 ათასი დაავადდა

0
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 49 513 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ეს დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის მაქსიმალური მაჩვენებლია პანდემიის დაწყების შემდეგ.


ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემების მიხედვით, რუსეთში (ანექსირებული ყირიმის ჩათვლით), კვლავ "დელტა" შტამი დომინირებს, რომელიც ახალ შემთხვევათა 52%-შია გამოვლენილი. ვარიანტი "ომიკრონი" და სხვა შტამები 48%-ს შეადგენს. "ომიკრონის" გავრცელება დღესდღეობით დაფიქსირებულია რუსეთის 57 რეგიონში.


კორონავირუსის სწორედ ამ ვარიანტს უკავშირებს ხელისუფლება ინფიცირების შემთხვევათა რიცხვის სწრაფ ზრდას მოსკოვში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამეში თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა, და პანდემიის დაწყების შემდეგ, პირველად მიუახლოვდა 16 ათასს.


ამასთან, ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი მოსკოვში მცირედ იზრდება, რუსეთის მასშტაბით კი, ამ რიცხვმა იკლო კიდეც წინა დღესთან შედარებით. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, საავადმყოფოში გადაყვანილია 9136 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 24 719 ადამიანი, გარდაიცვალა 692 ავადმყოფი.


კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვის ზრდა "ომიკრონის" შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, მთელ მსოფლიოშია შესამჩნევი. ის უკვე დომინირებს დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის რიგ ქვეყნებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაავადებულთა რაოდენობა მსოფლიოში ორმაგდება ყოველ სამ დღეში. ამასთანავე, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა კვლევის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას არ ახლავს ინფექციით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა.


ამის ფონზე, რიგმა ქვეყნებმა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემცირება დაიწყეს. ამის შესახებ პირველად დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, სადაც 25 იანვარს გაუქმდება კოვიდ-საბუთების წარმოდგენა, ნიღბების სავალდებულო ტარება საზოგადოებრივ ადგილებში, და ასევე, რეკომენდაცია გაეწევა თანამშრომლების დაბრუნებას დატოვებულ სამუშაოებზე.


საფრანგეთი 2 თებერვლიდან გააუქმებს ნიღბების სავალდებულო ტარებას ღია სივრცეში; ასევე, კულტურული და სპორტული ღონისძიებების მონაწილეთა რაოდენობის შეზღუდვას, და აუცილებელ მოთხოვნას - კვირაში სამი დღით თანამშრომელთა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაყვანის შესახებ. 


ამას გარდა, მომავალი კვირიდან რესტორანში და გასართობ ღონისძიებებზე შესასვლელად, ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტში, საჭირო გახდება ცნობა აცრის შესახებ. მისი მიღება მხოლოდ აცრის შემთხვევაშია შესაძლებელი.


20 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო ვითარების კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა საერთაშორისო მოგზაურობების დაშვების შესახებ ან შეზღუდვების შემცირების შესახებ ქვეყნებს შორის მოგზაურობისას.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net