Добавить новость
123ru.net
World News
Январь
2022

საქართველოს ინტერესები დასავლეთისა და რუსეთის დიალოგში - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 იანვარს

0
დასავლეთის რუსეთთან დიალოგის კვირა - რისთვის უნდა მოემზადოს საქართველო?



ევროპის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კვირა დაიწყო. წინ არის რუსეთთან მოლაპარაკებები ვენასა და ბრიუსელში, გუშინ კი აშშ-რუსეთის დიალოგი ჟენევაში შედგა. მოსკოვი იმუქრება, რომ თუკი ნატო მის საზღვრებთან გაფართოებას არ შეწყვეტს, ის თვითნებურად დაამყარებს რეგიონში „ბალანსს“.


ახლა უკრაინა ომის ზღვარზეა, თუმცა ნატო და შეერთებული შტატები არ აპირებენ დაჰყვნენ კრემლის სახიფათო ულტიმატუმებს. 10 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის 8 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ვაშინგტონის წარმომადგენელმა მოლაპარაკებებზე და სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უენდი შერმანმა თქვა, რომ აშშ არავის მისცემს უფლებას დახუროს ნატოს ღია კარი.


ამ დროს საქართველოში შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრს ორშაბათს, მთავრობის წლის პირველ სხდომაზე არ უსაუბრია. პარლამენტი კი თებერვლამდე შვებულებაშია.


„საერთო სახალხო აღქმა იმისა, რომ საერთოდ რაიმე გვემუქრება, დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, არ არის ... არადა, ყოველი გაშვებული წამი შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე. ის ერთ-ერთი ხელმომწერია ერთობლივ საგანგებო განცხადებაზე, რომელიც უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 10 იანვარს გამოაქვეყნეს.


ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს რუსეთისგან „სუვერენიტეტის შეზღუდვა" და „საერთაშორისო თანამეგობრობასთან, დასავლეთთან სასიცოცხლო კავშირების გაწყვეტა“ ემუქრება, რაც შესაძლოა რუსეთმა „სამხედრო პროვოკაციებისა“ და „ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების“ გზით სცადოს.


რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო და მისი სასიცოცხლო ინტერესები? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.


ამ თემაზე ასევე ნახე:



შერმანი: აშშ-ის რუსეთთან ჰქონდა გულწრფელი და პირდაპირი საუბარი
სტოლტენბერგი: უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთი "მძიმე საფასურს" გადაიხდის






სტრუქტურული ცვლილებები ენმ-ში: პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა



"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის გადაწყვეტილებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა. მან ამ პარტიულ პოსტზე ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია ჩაანაცვლა.


კობა ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდა, ენმ-ს გენერალური მდივნის პოსტი კი პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.


ასევე, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ზალიკო უდუმაშვილმა და ამ ფუნქციას პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია შეითავსებს.


პარტიის წევრები ამბობენ, რომ "სტრუქტურული ცვლილებები" მეტი ეფექტურობისთვის განხორციელდა.


წაიკითხე მეტი.


 




ჯანდაცვის მინისტრი: რამდენიმე კვირაში გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ მედიკამენტები



ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით საქართველოს მთავრობა რამდენიმე კვირაში ელოდება ქვეყანაში „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების ანტივირუსული მედიკამენტების მიღებას.


„ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე ვახდენთ კოვიდ-ინფიცირებულთა მკურნალობას. ასევე, შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაოდ ეფექტიანია“, - განაცხადა 10 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა.


რა ოდენობის მედიკამენტების მიღებას ელოდება ქვეყანა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია.


აზარაშვილის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის 1 000-მდე შემთხვევაა აღრიცხული და ზრდის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის გაუმკლავდეს გამოწვევებს.


როგორც მოგვიანებით თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა ორივე წარმოების მედიკამენტს პაციენტები ბინაზე მიიღებენ. ასევე განიხილავენ "რემდესივირის" გამოყენებას ბინაზე, თუმცა, საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.


წაიკითხე მეტი.


 




დღეს შესაძლოა ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი გამოცხადდეს



თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე ჩანიშნულია სასამართლო სხდომა ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე სადაც ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან. მოსალოდნელია, რომ ამ სხდომაზე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.


პროცესი მხარეების რეპლიკებით განახლდება. წინა სხდომა, 16 დეკემბერს ბრალდების მხარემ სწორედ რეპლიკების მომზადების მიზნით გადადო.


„ლელოს“ ლიდერებსა და „ტვ პირველის“ მფლობელის მამას პროკურატურა ედავება ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება". საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას.


სასამართლო ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. ბრალდებულები ამბობენ, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და დანაშაულიც არ არსებობს, რადგან საქმეში არ არის არც ერთი დაზარალებული.


თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.


 




ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს არ სურთ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ



22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს არ სურთ მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. საკუთარი პოზიცია მათ 10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე განაცხადეს.


ნაფიცი მსაჯულების ჩართვა საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი ტიპის სისხლის სამართლის დანაშაულებზეა გათვალისწინებული. ამისთვის აუცილებელია ბრალდებულის თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ბრალეულის თანხმობა, საქმეს მოსამართლე განიხილავს.


27 დეკემბრის სხდომაზე ბრალდებულმა აკო ჭელიძემ აღიარა მკვლელობა, თუმცა თქვა, რომ მას თანამზრახველი არ ჰყოლია, ამ საქმის კიდევ ერთმა ბრალდებულმა გიორგი კავილაძემ კი სხდომაზე განაცხადა, რომ მისი ბრალეულობა მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობაა.


წაიკითხე მეტი.


 




წამლებზე შესაძლებელია 250 მლნ ლარამდე წლიური დანაზოგი - ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში



საქართველოს კონკურენციის სააგენტო აქვეყნებს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშს, რომელშიც განხილულია მედიკამენტებზე ფასნამატის, ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის გარიგებებისა და ფარმაცევტული ბიზნესის დარეგულირების საკითხები.


„ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით გამოირჩევა რეგულაციების სიმცირით. ბაზარზე მოთხოვნას, ისევე როგორც მიწოდებას ქმნის ფარმაცევტული/სამედიცინო სექტორი“, - წერია ანგარიშში.


კონკურენციის სააგენტოს დათვლით, შესაბამისი რეგულირების და მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების შემთხვევაში, მედიკამენტებზე წლიური დანაზოგი შესაძლოა იყოს 250 მილიონ ლარამდე.


კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, საერთო ჯამში, მსხვილი კომპანიების საშუალო ფასნამატი მედიკამენტებზე 18-26%-ის ფარგლებშია. შესაბამისი რეგულირების და მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების შემთხვევაში, საერთო საშუალო წლიური დანაზოგი შესაძლოა იყოს 250 მილიონ ლარამდე.


მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ფასწარმოქმნა არაერთგვაროვანია. გენერიკულ მედიკამენტებზე, რიგ შემთხვევებში, ფიქსირდება 200%-იანი ფასნამატი.


ჰოლდინგები, გავლენები და ინტერესთა კონფლიქტი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე - წაიკითხე ვრცლად კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის შესახებ თორნიკე მანდარიას სტატიაში.


 










 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net