მოსკოვში მედიის თავისუფლებისადმი მიძღვნილი აქცია ჩატარდა
![მოსკოვში მედიის თავისუფლებისადმი მიძღვნილი აქცია ჩატარდა](https://gdb.rferl.org/89c2d0c8-a94b-4f48-af5c-68b8d570cb82_w800_h450.jpg)
მოსკოვის ცენტრში, ჩისტოპრუდნის ბულვარზე, ათეულობით ადამიანი მონაწილეობდა რუსეთის მთავრობის მიერ დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის მიმართ საპროტესტო აქციაში. მასზე განაცხადი ჟურნალისტების დამოუკიდებელმა პროფკავშირმა და მედიის თანამშრომლებმა შეიტანეს.
აქციაში მონაწილეობას იღებდნენ პარტია "იაბლოკოს" წარმომადგენლები, დეპუტატობის ოპოზიციონერი კანდიდატები და ჟურნალისტები. მთავარი მოთხოვნა იყო მედიაზე დაწესებული "უცხოეთის აგენტების" კანონის გაუქმება.
ჩისტოპრუდნის ბულვარზე აქციასთან ერთად, ერთი ადამიანის პიკეტები ჩატარდა. მათი მონაწილეები ხელში პლაკატებით გამოვიდნენ მასობრივი ინფორმაციის იმ საშუალებების მხარდასაჭერად, რომლებიც "უცხოეთის აგენტებად" არიან მიჩნეულნი , და ასევე პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად.
ჟურნალისტების დამოუკიდებელი პროფკავშირის წარმომადგენელმა, იგორ იასინმა, რადიო თავისუფლებას მოუთხრო მედიაზე დაწესებული "უცხოეთის აგენტების" კანონის გასაუქმებლად მომზადებული მემორანდუმის შესახებ. დოკუმენტის შემქმნელები მოელიან, რომ მას ხელს მოაწერენ დეპუტატები და დეპუტატობის კანდიდატები და, მათი არჩევის შემთხვევაში, ისინი დაკავდებიან პრესასთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხებით .
ადრე ჟურნალისტების და მედიის თანამშრომლების დამოუკიდებელ პროფკავშირს სურდა მიტინგის ორგანიზება მოსკოვში "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონის გასაპროტესტებლად, მაგრამ მერიამ განაცხადზე უარი თქვა. ხელისუფლებამ უარის მიზეზად კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული შეზღუდვები დაასახელა.
ზაფხულში იუსტიციის სამინისტრომ "უცხოური აგნტების" სიაში კრემლის დაქვემდებარების ქვეშ არმყოფი რამდენიმე მედია საშუალება შეიყვანა, მათ შორის ტელეარხი "დოჟდი", გამომცემლობა "მედუზა", "ემ-ბე-ხე მედია", "ოტკრიტიე მედია", "ვაჟნიე ისტორიი“ და "პროექტი.“ იუსტიციის სამინისტრომ ასევე "უცხოეთის აგენტებად" გამოაცხადა ამ გამომცემლობებში მომუშავე რამდენიმე ჟურნალისტი. ამის შემდეგ "ემ-ბე-ხე"-მ და "ოტკრიტიე მედიამ"-მ თავიანთ მუშაობა შეწყვიტეს.
2017 წელს რუსეთის მთავრობამ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუსული სამსახური და მისი ექვსი რუსულენოვანი პროექტი შეიტანა "უცხოეთის აგენტების სიაში".