Добавить новость
123ru.net
World News
Июнь
2021

სკანდალური, ისტერიკული პოზიცია მიუთითებს იმაზე, რომ ვინმეს სიმართლის დადგენა კი არ უნდა, ზარალის მიყენება სურს ეკლესიისთვის

0

მადლობა უნდა ვუთხრათ მეუფე სპირიდონსაც თავისი თავდადების გამო და ყველა სასულიერო პირს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს კეთილსინდისიერად და სიყვარულით ემსახურებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან, ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფართან დაკავშირებით, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემის გარშემო სკანდალური და ისტერიკული პოზიცია საჭირო არ არის, რადგან შეიძლება „ადამიანური ურთიერთობით რაღაც საკითხის გადაწყვეტა, თუნდაც, ბავშვის უფლების დაცვა“. ვოლსკი მიიჩნევს, რომ ცალკეული გადახრა, თუ ეს დაშვებულ იქნა, არის საზოგადოების და ყველას საზრუნავი.

„პირველ რიგში ყველას მადლობა უნდა ვუთხრა, თითოეულ პედაგოგს და ადამიანს, რომელმაც ოჯახურ სითბოს და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გაუწია პატრონობა და ამ ხნის განმავლობაში მათ მიმართ იყო განსაკუთრებით თბილი და მაღალპროფესიონალურ დონეზე ცდილობდა შეესწავლებინა სხვადასხვა საგანი და ყოფილიყო მათი მდგომარეობა შემსუბუქებული. თუკი რაიმე გადახრა არსებობდა ამის წინააღმდეგ, უნდა გაილაშროს და გაილაშქრებს კიდეც ეკლესია, რომლის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება ძალადობა, განსაკუთრებით ბავშვებზე ძალადობა, თუკი ასეთი იყო დაშვებული. მაგრამ ის სკანდალური, ისტერიკული პოზიცია, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ახლა მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ სიმართლის დადგენა კი არ უნდა ვინმეს, ზარალის მიყენება უნდა ეკლესიისთვის. რაც შეეხება ბავშვებს, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, მცირე ოჯახური ტიპის გარემოში მოვახვედროთ, თუ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ბიოლოგიურ ოჯახს დავუბრუნოთ. მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, მეუფე სპირიდონსაც, თავისი თავდადების გამო და ყველა სასულიერო პირს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს კეთილსინდისიერად და სიყვარულით ემსახურებოდა. ცალკეული გადახრა, თუ ეს დაშვებულ იქნა, არის ჩვენი, საზოგადოების, ყველას საზრუნავი, მაგრამ აქ განსხვავებულობა არ უნდა იყოს, სახალხო დამცველს, სახელმწიფოს წარმომადგენელს, ეკლესიის წარმომადგენელს, ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს – ბავშვის ინტერესები უპირველეს ყოვლისა. ხომ არ შეიძლება ყოველ დღე დავკიოდეთ ამ ბავშვებს, რომლებიც დღეს კიდევ იქ ცხოვრობენ, რომ თქვენ იყავით გესტაპოს გაუსაძლის პირობებში, როცა ასეთი შეიძლება ერთი-ორი ეპიზოდი იყო. მთლიანობაში ეს ბავშვებზე ხომ მოქმედებს? დაელაპარაკეთ ფსიქოლოგებს ბოლოს და ბოლოს, იგივე სახალხო დამცველიც ფსიქოლოგებს უნდა დაელაპარაკოს, უნდა დაელაპარაკოს საეკლესიო პირებსაც და მაქსიმალური დიპლომატიით ეცადოს დაიცვას ადამიანის უფლება, თუნდაც, ბავშვების უფლება, თუკი ასეთი უფლებები არის დასაცავი. როცა ისტერიკას ვტეხავთ ამ საქმის გარშემო, როცა შესაძლებელია ნორმალური, ადამიანური ურთიერთობით რაღაც საკითხის გადაწყვეტა, თუნდაც, ბავშვის უფლების დაცვა, ამ გზით უნდა ვიაროთ და არა ისტერიკის, რომელიც შეიძლება პოლიტიკურ მიზანსაც ემსახურება,“ – განაცხადა ვოლსკიმ.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net