Добавить новость
123ru.net
World News
Январь
2021

სრულად შეგროვდა კარტოგრაფების გირაოსთვის საჭირო თანხა - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 იანვარს

0
 


ივერი მელაშვილი: მადლობა მხარდაჭერისთვის... იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ



თითქმის 4 თვის თავზე ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გუშინ სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. კომენტარი მედიასთან გათავისუფლების შემდეგ ივერი მელაშვილმა გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებსა და ადვოკატებს. მან თქვა, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება.


"დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის სულ ყველას. ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა, ეს არის საზოგადოების დამსახურებაც და ჩემი ადვოკატებისაც, მოხდა ის რომ პატიმრობიდან გამათავისუფლეს. ახლა პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ", - თქვა მელაშვილმა.


მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულები თავისუფლები არიან, საქმე გრძელდება და კარტოგრაფების საქმეზე არსებითი განხილვაც გაგრძელდება. აღმოჩნდა, რომ სამსახურში ვერ დაბრუნდება ივერი მელაშვილი. მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლა. გარდა ამისა  ილიჩოვასა და მელაშვილს 20-20 ათასი ლარი დაეკისრათ გირაოს სახით. თანხა მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით ხალხმა იმავე საღამოს სრულად შეუგროვა კარტოგრაფებს.


წაიკითხე მეტი.


ამ თემაზე ასევე ნახე:



წულუკიანი: სინამდვილეში წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის
ელისაშვილი კარტოგრაფების გათავისუფლებაზე: გახარებული ვარ!.. მოლაპარაკების შედეგია
მდინარაძის თქმით, ელისაშვილს ოთხჯერ უთხრეს უარი ე.წ. პოლიტპატიმრების შესახებ საუბარზე
„წამიყვანონ უკან და ჩავჯდები" - მელაშვილი წინააღმდეგია პარლამენტში შესვლისთვის გამოიყენონ მისი გათავისუფლება


 




 


მიიღებს თუ არა საქართველო Pfizer-ის ვაქცინას?



დღეს გაირკვევა მიიღებს თუ არა საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგოდ კომპანია Pfizer-ის წარმოებულ ვაქცინას. საქართველომ ვაქცინა პირველ ეტაპზე 20 000 ადამიანის სამყოფი დოზა მოითხოვა მოითხოვა. დღეს უნდა გაირკვეს ვაქცინის მოწოდების თარიღი და დოზები.


22 იანვარს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ თუ ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს, ის მხოლოდ სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში იქნება ხელმისაწვდომი იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ვაქცინაციის პირველ ეტაპზე უნდა აიცრან. ამირან გამყრელიძის განმარტებით ამ ქალაქებში -70 გრადუსიანი ცივი ჯაჭვის სისტემები არსებობს, რაც ვაქცინის ამ სახეობის შენახვისთვის საჭირო პირობაა.


თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.


ამ თემაზე ასევე ნახე:



თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შესაძლოა სკოლებში სწავლა 1 მარტამდეც დაიწყოს


 




 


კომუნიკაციების კომისიამ "მთავარი არხის" სიუჟეტი მინისტრის გენიტალიების ახლო ხედით უხამსობად მიიჩნია და დარღვევა დაადგინა



საქართველოს კომუნიკაციბის კომისიამ "მთავარ არხს" ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის პარლამენტში გადაღებული კადრების ახლო ჩვენებისთვის დარღვევა დაუდგინა. საუბარია 12 დეკემბერს საინფორმაციო გამოშვებაში გასულ მასალაზე, სადაც ახლო კადრით იყო ნაჩვენები მინისტრის შარვალი.


კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, მაუწყებელს დარღვევა დაუდგინდა, თუმცა სანქცია არ დაეკისრა.


“ჩვენ არ გვაქვს მიზნად, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები, სადაც ეს დარღვევები ხდება დასჯის ინსტრუმენტით ვაიძულოთ აღმოფხვრას. ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება”, - თქვა კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა.


წაიკითხე მეტი.


ამ თემაზე ასევე ნახე:



მედიაკოალიცია კომუნიკაციების კომისიაში "მთავარი არხის" სიუჟეტის განხილვას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს


 




 


„გახსოვართ?“ - რატომ ფიქრობენ შშმ პირები, რომ ისინი დაავიწყდათ



დათომ, ესმამ, გიორგიმ, ოლგამ, კობამ და მათთან ერთად სხვებმა, მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი დატოვეს. ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან და თვლიან, რომ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული რთული სოციალური ვითარების ფონზე, მათი საჭიროებები, მათი უფლებები, ხელისუფლების ყურადღების მიღმა დარჩა.


წერილის ავტორებსა და მათ უკან მდგომ ათობით ათას შშმ პირს, სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ. სწორედ ამ მოთხოვნების ჩამონათვალი გაუგზავნეს 28 იანვარს შშმ პირებმა და მათი უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას.



2021 წლის გაზაფხულიდან გაიზარდოს სოციალური პაკეტი შშმ პირებისთვის;
შემუშავდეს კრიტერიუმები, რითაც დადგინდება სოციალური პაკეტის ოდენობა, რათა დაკმაყოფილდეს შშმ პირთა საჭიროებები ღირსეული ცხოვრებისთვის:
ამუშავდეს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანო.


როგორია დღეს ქვეყანაში შშმ პირთა სოციალური პაკეტი და რატომ აქვთ მათ იმის შეგრძნება, რომ ისინი სახელმწიფოს დაავიწყდა? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.


 




 




 




 




 


 




 




 


შარშან ამ დროს, იანვრის მიწურულს, 30 წლის ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში, აღმოჩნდა. რადიო თავისუფლების მკითხველისთვის ნინი თითქმის თვე-ნახევარი აღწერდა, როგორ უმკლავდებოდა მარტოობას იზოლაციაში. ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ, რადიო თავისუფლება ნინი დავლიანიძეს მისი გადაწყვეტილების სისწორესა და ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე ესაუბრა.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net