Добавить новость
123ru.net
World News
Январь
2021

მოსაზრებები და ღირებულებები საქართველოში - „კავკასიის ბარომეტრის“ ახალი კვლევა

0
28 იანვარს CRRC საქართველომ „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევის 2020 წლის შედეგები წარმოადგინა. მასში საქართველოს მოსახლეობის მოსაზრებებია ასახული პანდემიასთან ბრძოლის შესახებ, პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და საერთაშორისო თემებზე.


მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პანდემიამ მისი ცხოვრება საკმაოდ (41%) ან ძალიან (28%) შეცვალა. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი 55% ფიქრობს, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება პროცესს. 56% ემხრობა შეზღუდვების დაწესებას, ხოლო 34% ფიქრობს, რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას.




CRRC 2008 წლიდან ატარებს კავკასიის ბარომეტრის კვლევას, რაც მას საშუალებას აძლევს გარკვეულ საკითხებზე მოსახლეობის აზრის ცვლილებას დააკვირდეს. . საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაში 23%-მა თქვა, რომ უმუშევარია. ეს მაჩვენებელი 2015 წელს 27% იყო. ბოლო გამოკითხვისას 43%-მა თქვა, რომ დასაქმებული ან თვითდასაქმებულია, რაც ასევე თანხვედრაშია წინა წლების მაჩვენებელთან.


რესპონდენტების 29%-მა თქვა, რომ მათი ოჯახის წევრმა გასული 12 თვის განმავლობაში სამსახური დაკარგა. 66%-ის თქმით კი მისი ოჯახი გასულ წელთან შედარებით ნაკლებს გამოიმუშავებს.




კვლევის თანახმად 36% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 31% კი ფიქრობს, რომ განვითარების პროცესი სწორად მიდის. მოსახლეობის ნახევარზე მეტი (58%) ფიქრობს, რომ დემოკრატია ყველა წყობაზე უკეთესია. ეს 2013 წლის შემდეგ დემოკრატიის მხარდაჭერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


წინა წლების მსგავსად, მოსახლეობის აზრით, მთავარ პრობლემას უმუშევრობა (33%) წარმოადგენს, რომელსაც კორონავირუსი მოსდევს. მაღალია ეკონომიკური ხასიათის სხვა პრობლემების წილი: სიღარიბე (17%) და ფასების ზრდა (10%).


მოსახლეობა ყველაზე მეტად რელიგიურ ინსტიტუტებს (83%) და ჯარს (81%) ენდობა, ყველაზე ნაკლებად - პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.


რაც შეეხება მთავრობის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას, 50% ფიქრობს, რომ მთავრობამ ისე უნდა იზრუნოს ხალხზე, როგორც მშობელი ზრუნავს შვილებზე. 41% კი ამბობს, რომ მთავრობა ხალხის მიერაა დაქირავებული. ადამიანები ისე უნდა იქცეოდნენ როგორც ზრდასრულები და უნდა აკონტროლებდნენ მთავრობას.




 


რესპონდენტთა აზრი გაიყო 2020 წლის არჩევნების შეფასებასთან დაკავშირებით. 24%-ის აზრით შედეგები სრულად სამართლიანი იყო, ასევე 24% ფიქრობს, რომ სრულად უსამართლო იყო, ხოლო 33% ნაწილობრივ სამართლიანად მიიჩნევს შედეგებს.


მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.


კავკასიის ბარომეტრი დაინტერესდა საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებითაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 70%-ს სმენია კონფლიქტის შესახებ. 55% მიიჩნევს, რომ ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. 32% დადებითად აფასებს აზერბაიჯანის როლს კონფლიქტში, ხოლო სომხეთის ხელისუფლების როლს დადებით შეფასებას აძლევს 10%. თუმცა ამ კითხვაზე პასუხების გაცემა ყველაზე მეტ გამოკითხულს გაუჭირდა.




CRRC-მ კვლევის საველე სამუშაოები გასული წლის 8-14 დეკემბერს ჩაატარა. სატელეფონო ინტერვიუების მეშვეობით გამოიკითხა ე.წ. შემთხვევითი ნომრების გენერირების პრინციპით ამორჩეული 1 504 რესპონდენტი. შეფასებათა საშუალო ცდომილება - 2.2-2.8%-ის ფარგლებში მერყეობს. წელს „კავკასიის ბარომეტრის” მეათე გამოკითხვის მონაცემები გამოქვეყნდა.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net