Добавить новость
123ru.net
World News
Январь
2021

საქართველომ მხარი არ დაუჭირა PACE-ში რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას

0
რუსეთი არღვევს ევროსაბჭოს ძირითად პრინციპებს - საერთაშორისო სამართალს და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ამიტომ საქართველო მხარს არ უჭერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში(PACE) რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას. ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა კახა კუჭავამ განაცხადა სტრასბურგში, ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის განხილვისას.


კახა კუჭავამ ილაპარაკა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებასა და რუსეთისთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობაზე:


„რუსეთმა დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის წამების აკრძალვა, სიცოცხლის უფლება, გადაადგილების თავისუფლება და საკუთრების უფლება. ნება მიბოძეთ გკითხოთ, შეიცვალა რამე 2008 წლის შემდეგ? ასრულებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას? იკვეთება მისი დამოკიდებულების ან ქცევის ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ?  შეასრულა მან ევროსაბჭოს რეკომენდაციები? ყველა ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა - არა“.


კახა კუჭავას განცხადებით, 2021 წელსაც იგივე ხდება, რაც 2008 წელს ხდებოდა - ქართველების ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაცია, სიცოცხლის უფლების ჩამორთმევა, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების დარღვევა:


„ამ ყველაფერს თან ერთვის რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების არ შესრულება და ახალი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ. შესაბამისად, სანამ  ევროსაბჭოს ძირითადი პრინციპების - საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ნორმების ამგვარი უგულებელყოფის მოწმენი ვართ და ეს ნორმები წარმოადგენს ევროსაბჭოს მთავარ პრინციპს, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს". 


 


რუსეთს 2014 წლის შემდეგ, ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეული ჰქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სრულფასოვანი მუშაობის და ხმის უფლება. 2019 წლის ივნისში, ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს მისცა 2020 წლიდან ასამბლეაში სრულფასოვნად დაბრუნების შესაძლებლობა.


2021 წლის ზამთრის სესიაზე, რომელიც 25 იანვარს გაიხსნა, რუსეთის უფლებამოსილება გაასაჩივრა უკრაინის დელეგაციამ. დღეს ასამბლეამ 107 ხმით 36-ის წინააღმდეგ რუსეთის უფლებამოსილება დაადასტურა.


 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net