Добавить новость
123ru.net
World News
Январь
2021

MDF-მა წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა

0
„ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სოციალურ მედიაში სექსიზმისა და სტერეოტიპიზაციის 308 შემთხვევა გამოვლინდა. ქალი პოლიტიკოსები თავდასხმის სამიზნეები ხდებოდნენ როგორც პოლიტიკური კუთვნილებისა და ქმედების (187 შემთხვევა), ასევე გენდერული იდენტობის გამო (109 შემთხვევა)“,- ვკითხულობთ მედიის განვითარების ფონდის ანგარიშში, რომლის ონლაინ პრეზენტაციაც დღეს, 28 იანვარს, გაიმართა.


MDF 4 აგვისტოდან 30 ნოემბრის ჩათვლით აკვირდებოდა 300-ზე მეტ ფეისბუკ ანგარიშს:



ფეისბუკ გვერდებს: პარტიული, პარტიების მხარდამჭერი, ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული, მედიისა და სხვადასხვა თემატური გვერდები.
საჯარო ფეისბუკ ჯგუფებს, სადაც პოსტებს სხვადასხვა გვერდები ან ინდივიდუალური პროფილები აქვეყნებენ.
ინდივიდუალურ ფეისბუკ ანგარიშებს.


ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა, კავშირ „საფარისა“ და მკვლევრებთან ერთად იმ მთავარ მიგნებებზე ილაპარაკა, რომლებიც მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა.


 




" პოლიტიკური პარტიები არ იყენებდნენ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდებს ქალი პოლიტიკოსების მიმართ სექსისტური განცხადებების გასავრცელებლად. ასეთი დარღვევების უდიდესი უმრავლესობა პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული და ასოცირებული გვერდების, საჯარო ჯგუფების და ინდივიდუალური ფეისბუკ ანგარიშების მხრიდან გამოვლინდა;"- განაცხადა თამარ კინწურაშვილმა


კვლევისას გამოჩნდა, რომ ქალების პოლიტიკურ აქტიურობას, მაგალითად, საჯარო განცხადებას, სასამართლოში სარჩელის შეტანას, აქციაზე დაპირისპირებას ფეისბუკზე ხშირად მოჰყვებოდა დისკრიმინაციის მიზანმიმართული კამპანია.



ყველაზე ხშირად ქალ პოლიტიკოსებს შეურაცხყოფას აყენებდნენ მორალური კრიტერიუმების საფუძველზე (115 შემთხვევა) -


მაგალითად: „მიშას შეურაცხადი ქალები“, „ზნეობისგან გამოცლილი“, „ბიძინას პირადი მეძავი“ და ა.შ.



ასევე გონებრივი შესაძლებლობების (57 შემთხვევა), მაგალითად, პრიალა და უნაოჭო ტვინი, შტერი, გაუნათლებელი...
და გარეგნული მახასიათებლების ნიშნით (56 შემთხვევა), მაგალითად, მახინჯი, ქაჯეთის დედოფალი, ზეზვას და მზიას შთამომავალი და ა.შ.


სექსისტური თავდასხმების ყველაზე ხშირი ადრესატები იყვნენ „ევროპული საქართველოს“ (95 შემთხვევა), „ნაციონალური მოძრაობისა“ (80 შემთხვევა) და „ქართული ოცნების“ (29 შემთხვევა) წარმომადგენლები.


ყალბი და შეურაცხმყოფელი განცხადებების შეზღუდვის ერთ-ერთ ეფექტიან მექანიზმად თამარ კინწურაშვილი მიიჩნევს ფეისბუკის ფაქრების გადამოწმების პროგრამას, რომელსაც MDF სექტემბრიდან შეუერთდა.


"MDF -ისთვის მომართვის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია მოვნიშნოთ გავრცელებული დეზინფორმაცია და შეზღუდონ ასეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელება. სოციალურ ქსელში" - ამბობს თამარ კინწურაშვილი


კავშირმა „საფარიმ“ კი წარმოადგინა სექსისტური სიძულვილის ენის ქართული ინდიკატორები. კავშირის დირექტორის, ბაია პატარაიას, თქმით, შეკრებილი ინდიკატორები შეიძლება იყოს გამოსადეგი არა მხოლოდ მკვლევრებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც აინტერესებს, არის თუ არა ესა თუ ის გამონათქვამი სექსისტური და შეურაცხმყოფელი.

 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net