Добавить новость
123ru.net
World News
Январь
2021

„წამიყვანონ უკან და ჩავჯდები" - მელაშვილი წინააღმდეგია პარლამენტში შესვლისთვის გამოიყენონ მისი გათავისუფლება

0
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა შეაფასა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადება, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლება ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკების შედეგია.


„დიდი ალბათობით შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ მე მინდა ერთი რამ განვაცხადო: მადლობა აბსოლუტურად ყველა პარტიას, ვინც გვერდით მედგა, იმიტომ, რომ ეს იყო მართალი საქმე. ანუ მხარდაჭერა ადამიანებისა, რომლებიც ტყუილ-უბრალოდ ჩასვეს, პოლიტიკური ნიშნით. მადლობა ყველა პარტიას ამისათვის, მათ შორის, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“, მაგრამ იმის გამოყენება, რომ ეს მისი დამსახურებაა, ცალკე რომელიმე პარტიის დამსახურებაა და ამის გამო პარლამენტში შესვლა [ვინმემ გადაწყვიტოს], მე არ მინდა, რომ ამის ნაწილი ვიყო ნამდვილად. მე თვითონ მიმაჩნია ასეთნირად - მიიღო ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება [პარლამენტში შესვლის], ალბათ უნდა შეასრულონ ბოლომდე“, - თქვა მელაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.


ივერი მელაშვილი წინააღმდეგია მისი ციხიდან გათავისუფლების საკითხი ვინმემ პარლამენტში შესვლის საბაბად გამოიყენოს. „იმის გამო, რომ ვინმემ დამსახურება მიიწეროს, რომ მე რაკი დავაყენე ეს საკითხი და ამის გამო შევალ პარლამენტში, რაკი ეს ჩემი ეს დააკმაყოფილა მთავრობამ, შევალ [პარლამენტში]. მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. არ მინდა ვიყო იმის ნაწილი, ვიღაცის ვაჭრობის საგანს წარმოვადგენდე“, - თქვა მან.


მელაშვილი მისი გამოყენების წინააღმდეგია: „თუ გინდა, წამიყვანონ უკან და ჩავჯდები, ნამდვილად არ ვარ იმის მომხრე, რომ მე გამომიყენოს ვინმემ, რაკი ეს გამოუშვეს, მე პარლამენტში შევალ“.


პარტია „მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გათავისუფლება მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების შედეგია.


„დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის!“ - დაწერა „ფეისბუკზე“ ელისაშვილმა.



მდინარაძის თქმით, ელისაშვილს ოთხჯერ უთხრეს უარი ე.წ. პოლიტპატიმრების შესახებ საუბარზე


ივერი მელაშვილი და მასთან ერთად დაკავებული ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობიდან პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 28 იანვარს გაათავისუფლა. მათ 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატიმრობა აღარ ემუქრებათ, ამ საქმეზე სისიხლის სამართლის საქმე კვლავ გრძელდება.


ოპოზიციური პარტიები მათ გათავისუფლებას „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების ერთ-ერთ პირობად ასახელებდა.


პარტია „მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გათავისუფლება მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების შედეგია.


პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. იმის მიუხედავად, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებიდან რამდენიმე თვე გავიდა, აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებზე პროკურორებმა მხოლოდ გუშინ, 20 იანვარს ისაუბრეს.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net