Добавить новость
123ru.net
World News
Январь
2021

ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ ურთიერთობებს აღადგენს მოკავშირეებთან და დაგმო რუსეთი ნავალნის გამო

0
აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს ვაშინგტონსა და მის პარტნიორებს შორის კავშირების აღდგენას მთელ მსოფლიოში.


ამის თაობაზე მან ილაპარაკა ოთხშაბათს, თავის პირველ სრულ სამუშაო დღეს აშშ-ის დიპლომატიის ხელმძღვანელის პოსტზე. სახელმწიფო დეპარტამენტში მისვლისას მას აპლოდისმენტებით შეეგებნენ.


„მსოფლიო ყურადღებით გვაკვირდება. მას სურს გაიგოს, შევძლებთ თუ არა ჩვენი ქვეყნის განკურნებას. სურთ იცოდნენ, ვითამაშებთ თუ არა ლიდერის როლს ჩვენი მაგალითის ძალის წყალობით... და მივანიჭებთ თუ არა საკვანძო მნიშვნელობას დიპლომატიას, ამავე დროს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით,“ თქვა ბლინკენმა.


მისი სიტყვებით, ამერიკას ლიდერის როლის თამაში შეუძლია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა, დემოკრატიის საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამასთან, ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე, მსოფლიოს რომელ ნაწილს უნდა მიექცეს დღეს განსაკუთრებული ყურადღება, ბლინკენმა პასუხისგან თავი შეიკავა.


რუსეთთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენს ადრე აქვს ნათქვამი, რომ ის გამოწვევად რჩება აშშ-ისთვის და რომ ახალი მთავრობა ამ გამოწვევას მთელი სერიოზულობით მოეკიდება.


ოთხშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტში ბლიკენმა თქვა, რომ აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრებით და მისი დაკავების საპასუხოდ ზომებს განიხილავს.


თავის პირველ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა თქვა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მსჯელობს, რა პასუხი გასცეს რუსეთის ქმედებებს, როგორიცაა, სხვათა შორის, ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენება ნავალნიზე თავდასხმისას; კიბერთავდასხმა Solar Winds-ი; ცნობები იმის თაობაზე, რომ რუსეთი თალიბებს ჯილდოს სთავაზობდა აშშ-ის სამხედროთა მოკვლისთვის, ასევე აშშ-ის არჩევნებში ჩარევა.


„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ბატონი ნავალნის უსაფრთხოების გამო და უფრო ფართო საკითხი ისაა, რომ მისი ხმა არის ბევრი, ბევრი, ბევრი რუსის ხმა და მას უნდა უსმინონ და არა ჩააჩუმონ,“ თქვა ბლინკენმა და დასძინა, რომ არ გამორიცხავს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლების აშშ-მა შეიძლება გადადგას საპასუხოდ.


ბლინკენის კანდიდატურა 26 იანვარს დაამტკიცა აშშ-ის სენატმა. მის დანიშვნას მხარი დაუჭირა 78-მა კანონმდებელმა, წინააღმდეგი იყო 22.


ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ბლინკენს გარკვეული ხნის განმავლობაში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობა ეკავა.


აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ მისი მმართველობის პირობებში ქვეყანა „აღადგენს მოკავშირეებთან ურთიერთობებს“, რომ მთელს მსოფლიოსთან ითანამშრომლებს საერთო პრობლემების მოსაგვარებლად.


თანამდებობის დაკავებისთანავე ბაიდენმა გააუქმა თავისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის რამდენიმე საკვანძო მნიშვნელობის გადაწყვეტილება. კერძოდ, ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს აშშ-ის დაბრუნების შესახებ კლიმატის თაობაზე პარიზის ხელშეკრულებასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net