ჩაწყობილი თამაშების გამო პოლიციამ ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის 20 მოხელე დააკავა
ეს ინციდენტი სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს ფეხბურთის მოყვარულებისათვის 11-მილიონიან ჩეხეთში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო საფეხბურთო შეჯიბრებებში.
გავრცელებული ცნობით, შეხვედრების ფალსიფიკაციის ბრალდება შეეხება არა პირველ, არამედ ჩეხეთის ფეხბურთის მეორე და მესამე ლიგას.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრალდებულთა შორისაა ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე და კომუნისტური ეპოქის ჩეხეთის საიდუმლო პოლიციის ყოფილი შეფი, რომან ბებრი.
მაგრამ ჩეხეთის პროკურატურა არ ასაჯაროებს დაკავებულთა ვინაობას.
იუწყებიან, რომ მათ შორის შესაძლოა იყვნენ ადგილობრივი მსაჯებიც.
