კორონავირუსის ზრდის ფონზე საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ძალაში შევიდა კომენდანტის საათი
ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირდა 25 000 კაცი, 122 - პაციენტი გარდაიცვალა.
მიუხედავად კომენდანტის საათის მიმართ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერისა, საფრანგეთის ზოგიერთი რეგიონის ხელმძღვანელი შიშობს, რომ ასეთი უკიდურესი ზომა ნეგატიურად აისახება ისედაც რთულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე,
კომენდანტის საათი საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს და ოთხი კვირის მანძილზე გასტანას.
