მართვით სუნთქვაზეა 15 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი
„ვერაფერს ვერ გეტყვით, გეუბნებით, რომ გვყავს აპარატზე კრიტიკული პაციენტი 15 წლის. არასრულწლოვანია, ბავშვის უფლებები დაირღვევა, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ლალი ტურძელაძემ.
გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 958 შემთხვევა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და 16 ოქტომბრის მაჩვენებელზე 71-ით მეტია.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, სულ დაინფიცირდა 16 285 ადამიანი. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 214 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 7827. აპრილის დასაწყისიდან COVID-19-ით გარდაცვლილია 128 ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, 17 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 70-ზე მეტის მდგომარეობაა კრიტიკული.
