Добавить новость
123ru.net
World News
Июнь
2020
1 2 3 4 5 6 7
8
9
10
11
12 13 14 15 16
17
18
19 20 21 22 23 24 25
26
27 28 29 30

დუშეთის მუნიციპალიტეტი: ნაღვარევის ეკლესიას დანგრევის საფრთხე არ ემუქრება

0
"სოფელ ნაღვარევის ეკლესიასთან მშენებლობა არ წარმოებს და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ეკლესიის დანგრევის საფრთხის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს", - ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტი ფეისბუკგვერდზე ავრცელებს მას შემდეგ, რაც მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქვეშეთი-კობის მაგისტრალზე მომუშავე პირებისთვის საცხოვრებელ ნაგებობას გზის მშენებელი კომპანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესიის გვერდით აშენებდა, რაც მისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. 


დუშეთის მუნიციპალიტეტის განცხადებიდან ირკვევა, რომ ეკლესიასთან უკანონო მშენებლობა ნამდვილად დაწყებულია, თუმცა ის შეჩერებულია და ვინაიდან ეკლესიიდან "ათეული მეტრის დაშორებითაა", მისი ნგრევის საფრთხეს არ ქმნის. განცხადებიდან ირკვევა ისიც, რომ დაწყებული მშენებლობა, რომელმაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია,  დუშეთის მუნიციპალიტეტისა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გაფრთხილების საფუძველზე შეჩერდა.


"დუშეთის მუნიციპალიტეტს აღნიშნულ ადგილზე რაიმე სახის ობიექტის მშენებლობისთვის არც ერთი კომპანიისთვის ნებართვა არ გაუცია. ამჟამად მიმდინარეობს საკითხის სრული შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები და ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.


კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სოფელ ნაღვარევის ეკლესიასთან მშენებლობა არ წარმოებს და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ეკლესიის დანგრევის საფრთხის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. დუშეთის მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს, რომ სოფელ ნაღვარევის ეკლესიას შეექმნას რაიმე საფრთხე“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ფეისბუკში 6 ივნისის საღამოს გამოქვეყნდა. 




რაც შეეხება ქვეშეთი-კობის მაგისტრალის მშენებლობას, რომლის ფარგლებშიც, ჯამში, დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის, მათ შორის, თაღოვანი ხიდისა და ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, მას არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. არასამთავრობო სექტორი თვლის, რომ პროექტი სათანადო კვლევების გარეშე დაიწყო და ის განადგურების სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხადის ისტორიულ მემკვიდრეობას, შესაბამისად, მისი განხორციელება შემაშფოთებელია. პოლიტიკოსები კი ამ გზას "ახალ როკის გვირაბად" მიიჩნევენ და ასევე საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. 


 


ამ თემაზე: 


ქვეშეთი-კობის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა


NGO-ები გიორგი გახარიას ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტის საფრთხეებზე მიუთითებენ


დააქცევს თუ ააშენებს ახალი გზა ხადის ხეობას?


„ახალი როკის გვირაბი“ თუ უსაფუძვლო შიშები?





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net