დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
7 ივნისის მონაცემებით, ცხინვალში კორონავირუსის მქონე 32 ადამიანი მკურნალობს, რომელთაგან 27 სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, ორი ვლადიკავკაზიდან ჩამოსული სამოქალაქო პირი, ერთი ჯარისკაცი და ორი მედიკოსი.
კოვიდ-19-ით ინციფირების პირველი შემთხვევა თვითაღიარებულ რესპუბლიკაში 5 მაისს დაფიქსირდა.
პირველი ინფიცირებულების გამოვლენიდან მალევე, დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიულ შტაბში მიიღეს გადაწყვეტილება 10 მაისიდან რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. საზღვრის სრულად ჩაკეტვის შესახებ.
